ცაზე ორი მზე იქნება?!

 მალე შეიძლება უნიკალური მოვლენის მომსწრენი გავხდეთ, რომელიც მხოლოდ ათასობით წლიწადში ერთხელ ხდება.

 ამ მოვლენას ავსტრალიელი მეცნიერი ბრედ კარტერი იკვლევს. მისი გამოთვლებით, დედამიწიდან 640 სინათლის წლის მანძილზე, ერთ-ერთი მასიური ვარსკვლავი შეიძლება ნებისმიერ მომენტში ზეახალად აფეთქდეს.

 მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ინფრაწითელ დიაპაზონში აკვირდებოდნენ გაზის გიგანტურ სფეროს და დაადგინეს, რომ ბეტელგეიზეს ზომა 15%-ით შემცირდა, რაც იმას ნისნავს, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვე ან მაქსიმუმ ერთი წელია დარჩენილი ამ ვარსკვლავის ზეახლად გადაქცევამდე.

 აფეთქება იმდენად ელვარე იქნება, რომ კაცობრიობა თითქოს მეორე მზის დაბადების თვითმხილველი გახდება. ეს კოსმოსური შოუ დახლოებით 6 კვირა გაგრძელდება, ღამეც თითქმის ისეთივე ნათელი იქნება, როგორც დღე.

 აფეთქების მერე ვარსკვლავი ნელ-ნელა ქრობას დაიწყებს, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ის თავლთახედვიდან საბოლოოდ გაქრება. აფეთქებიდან რამდენიმე ასწლეულის მერე ნაწილაკების ნაკადი დედამიწამდეც მოაღწევს, რაც კავშირგაბმულობისა და სხვა ელეტრო მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლას გამოიწვევს, დედამიწის მცხოვრებნი რადიოაქტიური გამოსხივების მცირე დოზას მიიღებენ(გამა-ანთების კვალი).

 ამ მოსაზრებას ყველა ასტრონომი არ ეთანხმება, ნიუჯერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი ფილიპ ჰუდის თქმით: ვარსკვლავის 2012-13 წლებში აფეთქება უბრალო ჰიპოთეზაა და სხვა არაფერი, მითუმეტეს ბეტელგეიზესი, რომლის შესაძლო აფეთქებამ და ქვეყნიერების დსასრულის მოლოდინმა ხალხში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.