არქეოასტრონომია

 კარგა ხანია, სხვადასხვა ქვეყანაში მეცნიერების ეს ახალი დარგი ვითარდება. არქეოასტრონომია არის ასტრონომიისა და არქეოლოგიის სინთეზი.  ამ მეცნიერების მიზანია, გამოიკვლიოს ხალხების უძველესი ასტრონომული მსოფლმხედველობა არქეოლოგიური არტეფაქტების (ექსპონატების) ასტრონომული სიმბოლიკის შესწავლით. უძველესი ხანის ქვის იარაღებზე, ბრინჯაოსა და ვერცხლის ფირფიტებზე, კერამიკაზე, სამკაულებზე, მონეტებზე, საყოფაცხოვრებო და საკულტო ნივთებსა და ნაგებობეზე (ქრისტიანობამდელზეც და ქრისტიანულზე) აღბეჭდილია ციური სხეულები პირდაპირი და სიმბოლური ფორმით: წრიული, ჯვრისსახოვანი, ბორჯღალი და ასე შემდეგ. ამ სიმბოლიკას ასტრალური (კოსმოგონური) სიმბოლიკა ეწოდება. ქართულ არქეოასტრონომიურ არტეფაქტებზე პირველი სტატია 2000 წელს, შამახის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენში დაიბეჭდა. მას ეწოდება: “ძველი ქართული კოსმოგრამების შესახებ”.
შამახის ასტროფიზიკური ობსერვატორია(აზერბაიჯანი).
ამერიკელი ასტრონომების ჯ.ბერენთაინის და მისი კოლეგას ჯ.ესკუერდოს აზრით, ჩრდილოამერიკელ ინდიელებს შეეძლოთ კლდეზე დაეხატათ ისტორიული ზეახლების აფეთქებები, რომლებიც 1006 და 1054 წელს მოხდა.
1) ასეთი სანახაობა იქნებოდა ცაზე 1006 წელს.

  ბარენთაინი წააწყდა კლდეზე ნაკვეთ რვა ქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებას, როცა ის კანიონ უაითტენკში იმყოფებოდა. იცოდნენ რა, რომ აფეთქება მორიელის თანავარსკვლავედში მოხდა, ბერენთაინმა და ესკუერდომ გააკეთეს ისეთი ცის გამოსახულება, როგორსაც ხედავდნენ ინდიელები 1000 წლის წინ და მიღებული გამოსახულება კლდეზე ნაკვეთს შეუთავსეს. აღმოჩნდა, რომ მაშინ, მორიელის თანავარსკვლავედი ზეახლითურთ, კლდის მიმართ სწორედ იმ მიმართულებით მოჩანდა, რომლისკენაც მიუთითებს უძველესი ნახატი.
ეს ზეახალი მოიხსენიეს აზიელმა, ევროპელმა და აღმოსავლელმა დამკვირვებლებმა, თუმცა ამერიკის კონტინენტზე მტკიცებულება უფრო გვიან იქნა აღმოჩენილი.

  აღსანიშნავია, რომ არა მარტო უაითტენკის ნახატები გამოსახავენ ზეახლებს. ნიუმექსიკოში, ჩაკოს კანიონში ნაპოვნი იქნა პეტროგლიფები, რომლებიც 1054 წლის 4 ივლისს მომხდარი ზეახლის აფეთქებაზე მიუთითებენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.