ყველაზე კაშკაშა გამა ანთება(17.07.10)

კოსმოსური ობსერვატორია Swift-ი მუშაობის დროს ცნობილ კანონზომიერებაზე აკეთებს ორიენტირებას: პირველად მოკლე გამა-ანთებას აუცილებლად მოყვება უფრო ხანგრძლივი გამოსხივება მეტი სიგრძის ტალღაზე. შესაბამისად, გამა-ანთების აღმოჩენისთანავე ის გადასცემს კოორდინატებს დედამიწას და თავისი მოწყობილობის ორიენტირებას სხვა დიაპაზონებზე ახდენს, რათა დეტალებში დაინახოს მოვლენის მიმდინარეობა.

21 ივნისს დაფიქსირებული GRB 100621A-ს სიმძლავრე იმდენად დიდი იყო, რომ აპარატურამ ვერ გაუძლო დატვირთვას. სხვა უფრო სუსტი ანთებების მიხედვით აღდგენილი ფოტოს ყველაზე კაშკაშა ადგილებზე მოსული რენტგენის ფოტონების რაოდენობა 143 000 იყო წამში- ეს აბსოლუტური რეკორდია. ამ მოვლენის განსაკუთრებულობა იმაშიც იყო, რომ ულტრაიისფერში და ხილულ დიაპაზონში ის გამოიყურებოდა როგორც ჩვეულებრივი გამა-ანთება. მეცნიერებს მოუწევთ გადახედონ თავიანთ მოსაზრებებს იმაზე, თუ რამდენად კაშკაშა შეიძლება იყოს გამა-ანთება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.