ახალი პანორამა ”ცნობისმოყვარესგან”

 ახალი პანორამა 40 ფოტოსურათით არის აწყობილი. ყველა მათგანი ამერიკულმა მარსმავალმაცნობისმოყვარეობამ2013 წელს გადაიღო. ეს ადგილი მთა შარპის მახლობლად მდებარეობს, მას ”ეოლიდა”-საც უწოდებენ. ეს გეილის კრატერის ცენტრალური პიკია, რომელშიც ერთ ტონიანი მარსმავალი 5-6 აგვისტოს ღამეს დაეშვა.
სავარაუდოდ, მთა ეროზიის შედეგად დაგროვებული ჩამოცვენილი ქანების ფენათა უზარამზარ ნაყარს წარმოადგენს. მისი სიმაღლე კრატერის ჩრდილოეთ ნაწილში 5,5 კილომეტრს აღწევს, ხოლო სამხრეთში 4,5 კილომეტრს. ეს პროცესი, შესაძლოა, 2 მილიარდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ოდესმე კი ის მთლიანად შეავსებს კრატერს. ზოგიერთი ქვედა დანალექი ფენების წარმოქმნა, შეიძლება, თავდაპირველად ტბის ფსკერზე მიმდინარეობდა, მაშინ როცა ზედა ირიბფენოვანი გროვები ეროზიის(1) შედეგად გაჩნდნენ. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი ახლაც კამათის საგანია და ქვედა ფენების წარმომავლობა გაურკვეველი რჩება.
წარმოდგენილი პანორამა ნამდვილად შთამბეჭდავია. კარგად ჩანს მარსის ამ ნაწილის დეტალები. თვითონ მარსმავალიც, მუშა მდგომარეობაში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.