წყალი ფსკერზე: ღრუბელი, ტბა , კრატერი

მარსის ნოტიო წარსულის ახალი მტკიცებულება: უზარმაზარი კრატერის ფსკერზე წყლის კვალი აღმოაჩინეს(NASA).

 კვლევის პროცესში ჯოზეფ მიხალსკიმ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს მონაცემები, რომლებიც მარსის ორბიტალურ მზვერავზე(MRO) დაყენებულმა სპექტრომეტრმა CRISM-იმ მიიღო. მეცნიერებმა კრატერი McLaughlin-ი გამოიკვლიეს, რომლის დიამეტრი 92 კილომეტრია, ხოლო სიღრმე 2,3 კილომეტრი. როგორც ჩანს, მის ნაპირებს ერთ დროს ჩვეულებრივი წყალი ეხეთქებოდა.

ამაზე კრატერის ფსკერზე მდებარე თიხისა და კარბონატების ფენები მოწმობენ, რომელთა წარმოქმნა წყლის არსებობას ითხოვს. გარდა ამისა, დამრეც კალთებზე პატარა არხებია აღმოჩენილი, დონეზე, რომელიც, შეიძლება, უძველესი ტბის წყლის დონეს შეესაბამება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის არა ტენისა და ნალექების დაგროვებით გაჩნდა, არამედ მიწისქვეშა წყაროებით. კრატერი დიდი დაღმართის ძირში მდებარეობს, რეგიონ Arabia Terra-ში, ასე რომ მიწისქვეშა წყაროებს, მთელი ამ ფართობიდან, კრატერში ჩადინება და მასში არსებული ტბის წყლით მომარაგება შეეძლოთ. შესაძლებელია, იმ უძველეს ხანაში, კრატერის ნოტიო ხეობა ადგილობრივი სიცოხლის ფორმების თავშესაფარიც იყო(სიცოცხლე მარსზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.