სამყაროს 3D რუკა

 სინათლე, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა, მრავალი ეპოქა გამოიარა, რუკაზე ის სამყაროს თნამედროვე მდგომარეობას ვერ ასახავს, თუმცა გვაძლევს უპრეცედენტო წარმოდგენას იმის შესახებ, როგორ გამოიყურებოდა სამყარო 11 მილიარდი წლის წინ.

 ჩვეულებრივ, მეცნიერები ასეთი ტიპის რუკებს გალაქტიკების მიხედვით ადგენენ. ამ შემთხვევაში გამოიყენეს გალაქტიკათშორისი გაზის ღრუბლები, რომელშიც სინათლე გადის. ეს შეიძლება შევადაროთ ღრუბლებს შორის აღმოჩენილ მთვარეს, როცა მის მანათოებლ დისკოზე ბნელი ღრუბლების სილუეტები ჩნდება.

ფრაგმენტი 3D გამოსახულებიდან. წითელი ფერით ნაჩვენებია გაზის ღრუბლები, ცისფერით – სიცარიელეები. მასშტაბი 1 მილიარდი სინათლის წელი.

 მეცნიერებმა მთვარის როლში კვაზარები გამოიყვანეს(პროექტი Sloan Digital Sky Survey, SDSS) – კოსმოსის ყველაზე ელვარე ობიექტები, ისინი ზემასიური შავი ხვრელების ხარჯზე მანათობელი, თავისებური შუქურებია. დედამიწამდე სანამ მოაღწევს, კვაზარებიდან გამოსხივებული სინათლე წყალბადის ღრუბლებში გადის, ღრუბლები შთანთქავენ სინათლეს ტალღის სიგრძით, რომელიც კვაზარებსა და ამ ღრუბლებს შორის მანძილზეა დამოკიდებული. ამის გამო, კვაზარების შუქის სტრუქტურა ქაოტური გამოდის(ლაიმან-ალფა ტყე). იმისათვის, რომ სამყაროს სამგანზომილებიანი რუქა გაეკეთებინათ, ასტრონომებმა ორიენტირება 14000-მდე კვაზარზე გააკეთეს. რუქა 11 მილიარდი წლის წინანდელ მოვლენებს ასახავს, როცა გალაქტიკებმა გრავიტაციული ძალებით გალაქტიკურ გროვებად თავმოყრა დაიწყო.

ლაიმან-ალფა ტყე. ამ ტყის ”ხეები” წყალბადის ღრუბლებისგან შედგება.

 ლაიმან-ალფა ტყედ წოდებული მეთოდით სამყაროს სამაგანზომილებიანი რუკის გაკეთება მეცნიერებს საეჭვოდ ეჩვენებოდათ. ამიტომ ეს პროექტი შეიძლება უკვე წარმატებულად ჩაითვალოს – მისი საშუალებით ახალი აღმოჩენები შეიძლება არ გაკეთდეს, თუმცა ის გვიჩვენებს, რომ მეთოდი მუშაობს. ამ დაკვირვებებით დაკავებული იყო BOSS (Baryon Oscillation Spectroscopic Survey) – ბარიონული რხევების სპექტრომეტრული შესწავლა, ოთხ პროექტს შორის ყველაზე დიდი, მონაწილე ცის ციფრული კვლევის სლოანისეული გადაღებების ბოლო ფაზაზე. როცა  BOSS-ი 2014 წლისთვის დაკვირვებებს დაამთავრებს, მასში შესული იქნება 140 000 კვაზარი, რაც საშუალებას იძლევა გაკეთდეს 10-ჯერ უფრო დეტალური რუკა, ვიდრე დღეისთვის არის. მონაცემთა ასეთი დიდი მოცულობა არ შეიძლება რაიმე ახალი აღმოჩენის საფუძვლად არ იქცეს.

 მაგალითად, ასეთი რუკების შედგენის ბოლო მიზანია სამყაროს გაფართოების დინამიკის შესწავლა, რომელსაც თავის მხრივ შეუძლია ნათელი მოჰფინის იდუმალ ბნელ ენერგიას, რომელიც სამყაროს გაფართოებას აჩქარებს. მასზე ძალიან ცოტა რამ ვიცით, ფაქტიურად არაფერი. პროექტ BOSS-ის დასრულებასთან ერთად 11 მილიარდი წლის განმავლობაში სამყაროს გაფართოების დადგენა ერთეული პროცენტების დონეზე დაზუსტდება, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. ამჟამად მიღებული მარტივი მოდელები წინასწარმეტყველებენ, რომ ბნელმა ენერგიამ თავი 7 მილიარდი წლის წინ იჩინა. ხოლო თუ აღმოჩნდა, რომ ეს 11 მილიარდი წლის წინ დაიწყო, მაშინ მეცნიერებს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევთ…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.