შავი ხვრელი

 ის, ვარსკვლავის გრავიტაციული კოლაფსით(შიგნით ჩაშლა, ჩანგრევა)ჩნდება და შეიძლება “მკვდარი” ვარსკვლავიც ვუწოდოთ. ძალიან პატარა სივრცეში(ვარსკვლავურ ზომებთან შედარებით) თავმოყრილი ზემკვრივი და ზეძლიერი გრავიტაციის მქონე ობიექტია(რაც უფრო მძიმეა სხეული, მით მეტია მისი მიზიდულობის ძალაც). ამ  გრავიტაციისაგან თავის დაღწევა არც მატერიას და არც გამოსხივებას არ შეუძლია(სინათლეც ელ.მაგნიტური გამოსხივებაა). ადგილს საიდანაც თავის დაღწევა ფოტონებსაც კი არ შეუძლიათ შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტი ეწოდება. მეორე კოსმოსური სიჩქარე(სიჩქარე რომელიც საჭიროა პლანეტის ან ვარსკვლავის მიზიდულობისგან თავის დასაღწევად და კოსმოსში გასაფრენად.დედამიწაზე 11 კმ/წმ). აქ სინათლის სხივის სიჩქარეზე მეტი უნდა იყოს, რაც შეუძლებელია, რადგან 300 00 კმ/წმ ბუნებაში არსებული ზღვრული სიჩქარეა. ფაქტიურად ჩვენთვის ფიზიკურად არ არსებული ეს ობიექტი პარადოქსულ თვისებებს უნდა ფლობდეს, ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ მოვლენათა ჰორიზონტს შიგნით დრო სივრცედ იქცევა, ხოლო სივრცე დროდ.
 შავი ხვრელის არსებობაზე მის მახლობელ სივრცეში მიმდინარე პროცესები მიუთითებს. ხშირად შავი ხვრელი ორმაგ სისტემაშია გაერთიანებული კომპანიონ ვარსკვლავთან ერთად. ისინი გრავიტაციით არიან დაკავშირებული და საერთო წარმოსახვითი ღერძის გარშემო ბრუნავენ.
შავი ხვრელის არსებობას გვატყობინებს ის მატერია, რომელიც მოყვა ხვრელის კოლოსალურ გრავიტაციულ ველში და ჯერ კიდევ არ გადაულახავს მოვლენათა ჰორიზონტი. ეს ის გაზია, რომელიც კომპანიონი ვარსკვლავიდან ხვრელში გადაედინება, თითქმის სინათლის სხივის სიჩქარით მოძრაობს და რენტგენის სხივებს ასხივებს. სწორედ ეს რენტგენის გამოსხივბა ფიქსირდება ასტრონომთა მიერ, რაც შავი ხვრელის არსებობაზე მიუთითებს.
_არსებობენ აგრეთვე გალაქტიკების ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელებიც. მასით მზეს მილიონჯერ აღემატებიან და აქტიური გალაქტიკების ცენტრებს წარმოქმნიან.  ჩვენს მეზობელ ანდრომედას გალაქტიკას ასეთი ორი ზემასიური ხვრელი აქვს ცენტრში.
 (რენტგენის დიაპაზონში გადაღებული სურათი) მეორე სუსტი ბირთვი შესაძლებელია ანდრომედას მიერ მიერთებული პატარა გალაქტიკის ცენტრი იყოს.
ბევრი მეცნიერი ეხლაც უარყოფს შავი ხვრელების არსებობას. ზოგი თვლის , რომ ეს არის ბოზე-აინშტაინის კონდენსატი, ანუ  ნივთიერების განსაკუთრებული აგრეგატული მდგომარეობა, რომელიც აბსოლუტურ ნულამდე გაყინული ბოზონების ერთობლიობაა. ან აქამდე უცნობი ნივთიერების მასა, გრავიტაციული ვარსკვლავი, სადაც დრო და სივრცე ერთმანეთს ადგილს უცვლიან. შესაძლებელია, ჩვენი სამყაროც ასეთი გრავიტაციული ვარსკვლავის ერთ ერთი შიდა შრე იყოს.
_არსებობს მოსაზრება თეთრ ხვრელზეც. ადგილზე, სადაც ერთ სამყაროში გაჩენილი შავი ხვრელის მიერ შთანთქმული ნივთიერება გამოიტყორცნება მეორე სამყაროში. თუმცა თეთრი ხვრელის მაგვარი ობიექტი ასტრონომებს ჯერ არ აღმოუჩენიათ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.