ასტეროიდებზე მონადირე ჩემოდნისხელა სატელიტი

 კანადის კოსმოსურ სააგენტოს, რომელმაც ეს პატარა და ძალზედ მნიშვნელოვანი სატელიტი შექმნა დედამიწელებისთვის, გადაწყვეტილი აქვს გაძლიერებული თვალყური ადევნოს ჩვენი პლანეტის ირგვლივ სივრცეს ამ შესანიშნავი მოწყობილობის – „NEOSSat“-ის საშუალებით, რომელიც 25 მილიონი დოლარი დაჯდა და დაახლოებით ჩემოდნის ხელაა. მას ევალება დედამიწას 800 კილომეტრის დაშორებით ყოველ 100 წუთში ერთხელ შემოუაროს და 31 მილიონი კილომეტრის მანძილზე დააფიქსიროს ასტეროიდები.

 მაშინ, როდესაც დედამიწაზე მყოფ სატელიტებს და ტელესკოპებს მხოლოდ ღამის ცაზე შეუძლიათ დაკვირვება, ნეოსატი იგივეს ღამითაც და დღისით განათებულ დედამიწაზეც შეუძლია მუშაობა, განაცხადა პროექტის მენეჯერმა უილიამ ჰარვეიმ. მას შეუძლია დეტალურად გამოიკვლიოს და დააკვირდეს ასტეროიდებს თუ რისგან შედგებიან ისინი და საით მიდის მათი ორბიტა, თუმცა ნეოსატს არ შესწევს უნარი დააფიქსიროს ისეთი მცირე ზომის ასტეროიდი, რომელიც ახლახანს ჩელიაბინსკში ჩამოვარდა და რომლებიც საკმაოდ ახლოს ტრიალებენ დედამიწასთან, თუმცა ეს მაინც შესანიშნავი საშუალებაა თავიდან აგვაცილოს და დროული გაფრთხილება გამოგვიგზავნოს.

   NEOSSat-ი ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი მისიებისა, რომლებიც იგეგმება და კაცობრიობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, აცხადებს კანადური კოსმოსური სააგენტო.

ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.