ტელესკოპზე „ჯემინი სამხრეთი“ ახალი ინსტრუმენტი დაყენდება – ექსტრა ადაპტიური ოპტიკა. ის ეკზოპლანეტების დედამიწის ზედაპირიდან მოძებნის საშუალებას მოგვცემს(Wired).
ეს ინსტრუმენტია – Gemini Planet Imager (GPI), „ჯემინი“ ზემგრძნობიარე ტელესკოპად იქცევა, ექსტრა ადაპტიური ოპტიკით. სავარაუდოდ მისი საშუალებით ეკზოპლანეტების პირდაპირი დანხვა იქნება შესაძლებელი. დღეისათვის ხშირ შემთხვევაში მზის სისტემის ფარგლებს გარეთ მდებარე პლანეტებს ირიბი მეთოდებით ნახულობენ, თავის ვარსკვლავზე გრავიტაციული ზემოქმედებით ან ტრანზიტული მეთოდით, ეკზოპლანეტის ვარსკვლავსა და დედამიწელ დამკვირვებელს შორის გავლით, რაც მნათობების მცირე ჩაბნელებებს იწვევს(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს; ეკზოპლანეტა თავისი ვარსკვლავის ელვარებაზე გრავიტაციით ზემოქმედებს).
ადაპტიურ ოპტიკას ბევრი ტელესკოპი იყენებს, ეს ატმოსფერული ხარვეზების კომპენსირების საშუალებას იძლევა. GPI-ის ადაპტიური ოპტიკა ახალ დონეზეა აყვანილი: შუშის მაგივრად მისი სარკე მიკროელექტრომექანიკური სისტემისგან არის აწყობილი, სილიციუმის ფენაზე, რომელთა მიკრორხევები ნებისმიერ ატმოსფერულ დამახინჯებებს აკომპენსირებენ.
„ჩვეულებრივ“ დეფორმირებად სარკესთან ერთად, სპექტროგრაფთან და კორონოგრაფთან(ინსტრუმენტი, რომელიც ვარსკვლავის სინათლეს ახშობს, თუმცა მასთან მყოფი გაცხელებული ეკზოპლანეტების სინათლის დანახვის საშალებას იძლევა) GPI უფრო მკაფიო და ელვარე გამოსახულებების მიღების საშუალებას იძლევა, ვიდრე სხვა მიწისზედა ტელესკოპები. ზოგიერთი ასტრონომი უკვე იმასაც ამბობს, რომ GPI ახალი „კეპლერი“ იქნება, რომელიც ამჟამად მთავარი ეკზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპია.
GPI-ს მონტაჟი და გაშვება 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერშია დაგეგმილი.