“კეპლერის“ საპლანეტათშორისო შედეგები: ნადირობა გრძელდება

 „პლანეტებზე მონადირე“ კოსმოსურმა ტელესკოპმა – „კეპლერი, თავისი ძირითადი მისია შეასრულა, რომელიც 3,5 წელი გაგრძელდა. ახლა მისი მეორე სიცოცხლე იწყება და წინას შედეგების თავმოყრის დროც მოვიდა(NASA).

 შორეული ეგზოპლანეტების ძებნას „კეპლერი“ ტრანზიტის მეთოდით ახდენს, უთვალთვალებს რა ერთბაშად 150 000 ვარსკვლავს. ვარსკვლავის ელვარების მცირე ხნიანი შემცირება იმაზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ ვარსკვლავსა და ჩვენს შორის პერიოდულად პლანეტა ექცევა. ამ ჩაბნელებების მიხედვით მისი ზომებისა და ორბიტის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ(“კეპლერის” მზეები და პლანეტები).

 სამწუხაროდ, ჩვენი პლანეტის ორეულის აღმოჩენა არ მომხდარა, თუმცა ტელესკოპმა დაგვანახა დიდი პლანეტები, რომლებიც თავიანთ ვარსკვლავებთან სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში მოძრაობს. ახლა უკვე, 4 წლიანი დამატებითი მისიის ფარგლებში, ტელესკოპი სწორედ ასეთების დეტალურ ძებნას შეუდგება.

 „მისიის თავდაპირველი აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ ყოველ მესამე ვარსკვლავს პლანეტები აქვს და მათი რაოდენობა ჩვენს გალაქტიკაში მილირდებს ითვლის. მათ შორის ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, დედამიწის ორეულებია. შესაძლებელია, რომ ასეთების შესახებ ზონდმა მონაცემები უკვე მიიღო, თუმცა ჯერ არ არის ეს მასალა გაანალიზებული“ – ამბობს მისია კეპლერის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უილიამ ბორაკი.

 2009 წლის 6 მარტს ორბიტაზე გაყვანილმა „კეპლერმა“ მუშაობა იმავე წლის 12 მაისს დაიწყო. მის ზემგრძნობიარე „თვალს“ ვარსკვლავების უმცირესი ჩაბნელებების შემჩნევა შეუძლია – 0,001%-ზე მცირეც კი, დააახლოებით ამდენ სინათლეს აბლოკირებს მანქანის ანთებული ფარების წინ მფრინავი კოღო, რომელსაც რამდენიმე კილომეტრიდან ვუყურებთ.

 ვარსკვლავების დაბნელების ხარისხი პლანეტის ზომებზე მეტყველებს. ჩაბნელებათა სიხშირე კი მისი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობის სიჩქარეზე, რითაც პლანეტის ორბიტისა და მისი ვარსკვლავიდან საშუალო დაშორების პარამეტრები დგინდება. ამ მონაცემების ცოდნის შემთხვევაში კი ეკზოპლანეტის ზედაპირის ტემპერატურის გაგებაცაა შესაძლებელი.

 მოდით მისი ყველაზე უფრო გახმაურებული აღმოჩენები გავიხსენოთ:

 2010 წლის აგვისტო – Kepler-9. შორეული ვარსკვლავის სრულფასოვანი პლანეტარული სისტემის აღმოჩენა.

 2011 წლის იანვარი – Kepler-10b(1). პირველი შედარებით მცირე ზომის კლდოვანი პლანეტა მზის სისტემის ფარგლებს გარეთ, აქამდე სატურნისა და იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტები დავინახეთ, დღეს უკვე ვიცით, რომ მყარი პლანეტებიც საკმაოდ მრავლად არის გალაქტიკაში.

 2011, თებერვალი – Kepler-11. მჭიდრო პლანეტარული სისტემა: 6 პლანეტა, დედამიწაზე დიდები და მშობლიურ ვარსკვლავთან ახლოს, უფრო ახლოს, ვიდრე მზე და ვენერა. მოგვიანებით, სხვა მსგავსი სისტემებიც იქნა აღმოჩენილი.

 2011, სექტემბერი – Kepler-16b. პლანეტა ორმაგ ვარსკვლავთან, პირველი ტატუინი(ამჟამად ასეთი 7 სისტემაა ცნობილი).

 2011, დეკემბერი – Kepler-22b. პიველი პლანეტა სასიცოცხლო ზონაში, თან ასეთ ზონაში მდებარეთა შორის ყველაზე პატარა. 2,4 დედამიწის მასით, თან მზის მსგავს ვარსკვლავთან.

 ახალი „სამყაროს“ აღმოჩენაში მონაწილეობა, პროექტ Planets Hunters-ის ჩარჩოებში ყველას შეუძლია, აქ ხდება „კეპლერის“ მიერ მიღებული ინფორმაციის გადამუშავება. საკმარისია პატარა პროგრამა დააყენოთ, რომელიც ავტომატურად ჩაირთვება, როცა კომპიუტერი დატვირტული არ არის. მოხალისეებმა პირველი აღმოჩენები უკვე გააკეთეს – საკამრისია გავიხსენოთ უცნაური პლანეტა, რომელიც ორმაგი ვარსკვის გარშემო ბრუნავს, რომლებთანაც ახლოს კიდევ ერთი ვარსკვლავია.

 ამა წლის აპრილში ნასამ მისიის ვადების გაგრძელება გადაწყვიტა, აპარატის შრომის უნარიანობა ისევ მაღალია. მეორე ეტაპი უკვე დაიწყო და 2016 წლამდე გაგრძელდება. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ბოლოს და ბოლოს, დედამიწის ორეული მალე მოიძებნება(6 ეგზოპლანეტა სასიცოცხლო ზონაში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.