7 ეგზოპლანეტა სასიცოცხლო ზონაში

Gliese 581 g
სისტემა    Gliese 581(წითელი ჯუჯა)
მანძილი   20 სინათლის წელი(სასწორის თანავარსკვლავედის მიმართულებით)
მასა            3,1- 4,3 დედამიწის მასა
ტემპერატურა +71 დღიან მხარეს, −34 ღამიან მხარეს(ანუ არის რეგიონები ზომიერი ტემპერატურებითაც)
ახლოს მდებარეობის გამო, დედავარსკვლავისკენ სულ ერთი მხრითაა შებრუნებული.
 ავსტრალიელი მეცნიერი რაგბირ ბჰატალი, რომელიც პროექტ SETI-ში მუშაობს, ამტკიცებს, რომ პლანეტა შეიძლება გონიერი არსებებით იყოს დასახლებული. ის თვლის, რომ პლანეტის ახლოს ლაზერის მოქმედების მაგვარი ნათებები დააფიქსირა. თუმცა სხვა მეცნიერებს ეს მონაცემები ჯერჯერობით არ დაუმტკიცებიათ.
ინდექსებით დედამიწასთან მსაგვსობაა ნაჩვენები, ასევე აღმოჩენის თარიღები.
Gliese 667C c
სისტემა    სამმაგი ვარსკვლავი Gliese 667(A-B ნარინჯისფერი ჯუჯები, C- წითელი ჯუჯა)
მანძილი   22,7 სინათლის წელი(მორიელის თანავარსკვლავედი)
მანძილი   დედავარსკვლავიდან 0.12 ა.ე.
მასა            4,5 დედამიწის მასა
ატმოსფეროს ტემპერატურა +27 °C
პლანეტა(მაღალი ალბათობით) ორბიტალურ-ბრუნვითი რეზონანსის(1:1) გამო ვარსკვლავისკენ სულ ერთი მხრითაა მიბრუნებული.
Kepler 22 b
სისტემა    Kepler 22(მზისმაგვარი ვარსკვლავი, სპექტრული კლასი G)
მანძილი   620 სინათლის წელი(გედის თანავარსკვლავედი)
მანძილი დედავარსკვლავიდან 127,5 მლნ.კმ.
ორბიტალური პერიოდი 290 დღე-ღამე.
მასა           დაუზუსტებელია, თუ ის კლდოვანი პლანეტაა, მაშინ დედამიწაზე 13,8-ჯერ მძიმე იქნება.
რადიუსი  2,4 დედამიწის რადიუსი. დიდი ზომის გამო შესაძლებელია, რომ ეს პლანეტა ნეპტუნს უფრო ჰგავდეს შემადგენლობით, ვრცელი ატმოსფეროთი, ოკეანით და პატარა მკვრივი ბირთვით. ასეთ ოკეანეში სიცოცხლისათვის თავსებადი პირობები იქნება.
ტემპერატურა, სქელი ატმოსფეროს შემთხვევაში 22 °C
HD 85512 b
სისტემა     HD 85512(ნარინჯისფერი ჯუჯა)
მანძილი    36 სინათლის წელი(იალქნის თანავარსკვლავედის მიმართულებით)
მანძილი დედავარსკვლავიდან 0.26 ა.ე.
მასა           3,6 დედამიწის მასა
ორბიტალური პერიოდი 54.43 დღე-ღამე
ტემპერატურა     25 °C, სქელი ატმოსფეროს შემთხვევაში 78 °C, თხევადი წყლის არსებობის მაღალი ალბათობით

Gliese 163 c
სისტემა      Gliese 163(წითელი ჯუჯა)
მანძილი     50 სინათლის წელი(სამხრეთ ოქროს თევზის თანავარსკვლავედი)
მანძილი დედავარსკვლავიდან დაახლოებით 0,15 ა.ე.
მასა              6,9 დედამიწის მასა, ე.წ. ”ზედედამიწა”
რადიუსი    1,8-2,4 დედამიწის რადიუსი
ორბიტალური პერიოდი  26 დღე-ღამე
ტემპერატურა  60°C სქელი ატმოსფეროს შემთხვევში
Gliese 581 d
სისტემა      Gliese 581(წითელი ჯუჯა)
მანძილი     20 სინათლის წელი(სასწორის თანავარსკვლავედი)
მანძილი დედავარსკვლავიდან  0,22 ა.ე.
მასა             7-8 დედამიწის მასა(„ზედედამიწა“)
რადიუსი   2-ჯერ მეტი დედამიწაზე
ორბიტალური პერიოდი  66.8 დღე-ღამე.
საშუალო გლობალურიტემპერატურა  0°C
დედავარსკვლავისკენ სულ ერთი მხრითაა შებრუნებული
 ამ პლანეტისკენ, ავსტრალიური ჟურნალის COSMOS-ის ინიციატივით, 2009 წლის 28 აგვისტოს ყველა მსურველის 25 880 მესიჯი გადაიცა, საერთო მოცულობით 2,9 მეგაბაიტი. ტრანსლაცია Canberra Deep Space Communication Complex-ით განხორციელდა.
HD 40307 g
სისტემა      HD 40307(ნარინჯისფერი ჯუჯა)-ის მეექვსე პლანეტა
მანძილი      42 სინათლის წელი(სკულპტორში)
მასა       7 დედამიწის მასა(ზედედამიწა)
ორბიტალური პერიოდი    200 დღე-ღამე

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.