სიცოცხლის არსებობისათვის თავსებადი სუპერდედამიწა

 ასტრონომებმა, ვარსკვლავთან – HD 40307, პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც სიცოცხლისათვის თავსებადი შეიძლება აღმოჩნდეს(Space.com).

 HD 40307 ჩვენიდან 42 სინათლის წლის მანძილზე, ფერმწერის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ჯერ კიდევ 2008 წელს ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის მეცნიერებმა მასთან 3 პლანეტ აღმოაჩინეს. სამივე ე.წ. სუპედედამიწები(1-10 დედამიწის მასებით) – 4,2; 6,8 და 9,2 დედამიწის მასებით.

 ახალი კვლევის ჩარჩოებში მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა სპექტროგრაფით – HARPS, მიღებული მონაცემები ხელახალა შეისწავლა. ვარსკვლავთან კიდევ სამი პლანეტა აღმოჩნდა. ორი მათგანი შედარებით პატარებია(1-3 დედამიწის მასა), თავიანთი მნათობის გარშემო 34 და 51 დღიანი პერიოდებით ბრუნავენ.

 მესამე, სახელად HD 40307g, ვარსკვლავის გარშემო დაახლოებით 200 დღიანი პერიოდით ბრუნავს. მისი მასა 7 დედამიწისას უტოლდება. მეცნიერთა შეფასებით, სპექტრული ტიპის გათვალისწინებით, რომელსაც ვარსკვლავი ეკუთვნის(K), პლანეტა ე.წ. სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში მდებარეობს – რეგიონში, სადაც წყალი პლანეტის ზედაპირზე თხევად მდგომარეობაში შეიძლება იყოს.

 ასტროფიზიკოსების თქმით, პლანეტა მნათობიდან საკმაოდ შორს იმყოფება და ალბათ არც მოქცევით ძალებს არ ყავს გამოჭერილი, ანუ არ არის მიბრუნებული ვარსკვლავისკენ ყოველთვის ერთი მხრით, როგორც მთვარე დედამიწისკენ. თუ პლანეტა სულ ერთი მხრით არის მიბრუნებული მნათობისკენ, მაშინ თბილი ყოველთვის მხოლოდ ეს მხარე იქნება, რაც სიცოცხლის ჩასახვისთვის მიუღებლად ითვლება.

 აღსანიშნავია, რომ ასტროფიზიკოსები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ პლანეტა გაზური გიგანტია, ნეპტუნის შემცირებული ვერსია. გარდა ამისა, 2012 წლის სექტემბერში გამოჩნდა ნამუშევარი მეცნიერთა ჯგუფისა, ვლად სტამენკოვიჩის მეთაურობით(მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი), რომელთა მტკიცებითაც, სუპედედამიწების გეოლოგიური აღნაგობა დედამიწისგან პრინციპულად განსხვავებულია. ეს, მათი აზრით, სუპერდედამიწების ზედაპირზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელის შემშლელი პირობა შეიძლება იყოს.

 ამჟამად 6 კანდიდატია ცნობილი, რომლებზეც სავარაუდოდ სიცოცხლის გაჩენისათვის საჭირო პირობები უნდა იყოს. ამ კატეგორიაში კლდოვანი აღნაგობის პლანეტები ხვდებიან, თხევადი წყლით ზედაპირზე.  ექვსიდან ოთხი – Gliese 581d, Gliese 667Cc, Gliese 581g и Gliese 163c – წითელი ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო ბრუნავენ.

 კიდევ ერთი კანდიდატი, HD 85512, К კლასის ვარსკვლავთან(როგორც HD 40307g). და ბოლოს, ერთად ერთი ეკზოპლანეტა მზისმაგვარ ვარსკვლავთან(G კლასი) – Kepler-22b. ის 2011 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს, დდამიწიდან 600 სინათლის წლის მანძილზე.
httpv://www.youtube.com/watch?v=UAfejE2LOV8

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.