სიცოცხლისათვის შესაფერისი ეგზოპლანეტა?

 ფრანჩესკო პეპეს ეგიდით შექმნილი მეცნიერთა ჯგუფი თვლის, რომ ახლად აღმოჩენილი პლანეტის ატმოსფერო დედამიწისას ჰგავს, ანუ შედგება აზოტის, ჟნგბადისა და ნახშირჟანგისგან. ამასთნ ერთად, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ეკზოპლანეტის ატმოსფეროში 50% ღრუბელია, რომელიც ზედაპირს თავისი ვარსკვლავის გამოსხივებისგან იცავს, რაც ხელს უწყობს წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობას.

 პლანეტა HD 85512 b თავისი ვარსკვლავის გარშემო ორბიტის შემოვლას 54 დღეს ანდომებს. ის თავისი მზისგან ისეთ მანძილზეა დაშორებული, რომ წყალი არც იყინება ძალიან დაბალი ტემპერატურისგან და არც ორთქლდება სიმხურვალისგან. ჩვენი პლანეტიდან მზემდე მანძილს თუ შევადარებთ ეგზოპლანეტა HD 85512 b თავის ვარსკვლავთან გაცილებით ახლოსაა, თუმცა სიცოცხლის არსებობისათვის შესაფერისი პირობები მასზე მაინც შენარჩუნებულია, რადგან ეს ვარსკვლავი მზეზე მსუბუქი და მკრთალია.

 პლანეტა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის(ESO) სპექტრომეტრ HARPS-ის საშუალებით იქნა აღმოჩენილი. 570 ცნობილი ეკზოპლანეტიდან 100 ამ ინსტრუმენტით აღმოაჩინეს.

 საინტერესო ისაა, რომ 2007 წელს მეცნიერთა ამ ჯგუფმა ჟენევიდან აღმოაჩინა კიდევ ერთი ასეთი ”პოტენციურად სიცოცხლისათვის შესაფერისი პლანეტა”, ეს არის Gliese 581 d, თუმცა ახალ კანდიდატს უფრო მეტი შანსები აქვს ვიდრე Gliese 581 d-ს(ეკზოპლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.