მეფონე – სატურნის კვერცხისმაგვარი თანამგზავრი

 რატომ აქვს ამ თანამგზავრს გლუვი ზედაპირი და კვერცხის ფორმა? ავტომატურმა საპლანეტათშორისო სადგურმა – „კასინი“, სატურნის პატარა თანამგზავრს – მეფონე, პირველად ჩაუფრინა და აღმოაჩინა, რომ მასზე არსად ჩანს კრატერბი.  ჩვეულებრივ, დარტყმითი წარმომავლობის კრატერები, თანამგზავრების, ასტეროიდებისა და კომეტების აქამდე გადაღებულ ყველა სურათებზეა შემჩნეული. დედამიწაზე და ტიტანზეც კი არის ეს წარმონაქმნები. სამ კილომეტრიანი თანამგზავრის კვერცხისმაგავრი ფორმა და გლუვი ზედაპირი, ამ უკანასკნელის მოძრაობის უნარიანობით შეიძლება იყოს გამოწვეული. ზოგჯერ ეს მაშინაც ხდება, როცა თანამგზავრი ლოდების სქელი ფენითაა დაფარული, რომლებიც ერთი მთლიანივით გამოიყურება. თუ ეს ასეა, მაშინ მზის სისტემაში მსგავსი სხვა ობიექტებიც არსებობს – სატურნის თანამგზავრი თელესტო, პანდორა, კალიფსო, ასევე ასტეროიდი იტოკავა, ისინი უჩვეულოდ სწორი ზედაპირებით გამოირჩევა. მეფონე, დეტალებისგან სრულიად თავისუფალი არაა – ზედაპირის ზოგიერთი ნაწილი სხვებზე ბნელია. მეფონესთან ფრენების მოწყობა ძნელი განსახორციელებელია, თუმცა მისი ბუნებისა და წარმომავლობის მიმართ გაჩენილი ინტერესი კიდევ დიდხანს არ განელდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.