კომეტები ვეშაპის თანავარსკვლავედში

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა ხდება ვეშაპის თანავარსკვლავედში.

 აღმოჩნდა, რომ ამ ეკვატორულ თანავარსკვლავედში, მილიონობით წლების განმავლობაში, კომეტები ერთმანეთს ყოველ 6 წამში ეჯახებიან. კოსმოსური ავარიები უკვე დიდი ხანია ამ თანავარსკვლავედისთვის ნორმად არის ქცეული.

 თანავარსკვლავედის დანახვა ცის თაღზე შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. დამზერის საუკეთესი დრო ოქტომბერი და ნოემბერია.

 ვეშაპის თანავარსკვლავედის მნათობები გაზურ-მტვროვანი დისკოებით არიან გარსშემორტყმულნი, რომლებშიც უზარმაზარი მოცულობის გაზია თავმოყრილი. ასტრონომების განსაკუთრებულ ყურაღებას ვარსკვლავი 49 CETI იმსახურებს. მის გარშემო გიგანტური გაზურ-მტვროვანი დისკოა. ახალგაზრდა ვარსკვლავები, რომელთა ასაკი 1 მილიონამდე წელია, ერთდროულად გაზისა და მტვრის შემცველ დისკოეებში არიან ჩაფლული, თუმცა ამ დისკოებს გაფანტვის ტენდენცია ახასიათებთ(გამოსხივებით თვითონვე ფანტავენ). 49 CETI ამ ვარსკვლავებზე ხნიერია, თუმცა მისი გაზურ-მტვროვანი დისკო არც გაიფანტულა და არც აორთქლებულა.

 სავარაუდოდ 49 CETI-ს ასაკი დაახლოებით 40 მილიონი წელია. გაუგებარია რატომ არ გაიფანტა მისი დისკო და როგორ შეინარჩუნა მან მოცულობა.

 მეცნიერებმა ამ გამოცანის ამოხსნა მოახერხეს. აღმოჩნდა, რომ 49 CETI-ს გარშემო ასეულობით ტრილიონი კომეტა მოძრაობს, რომელთა შეჯახებები დისკოს, გაზების მუდმივი მარაგებით კვებავენ. ეს შეჯახებები, როგორც ჩანს, ყოველ 6 წამში ხდება, რითაც გაზურ-მტვროვანი დისკო გაზებით მუდმივად მარაგდება(უცხო კომეტები – როგორც ჩვენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.