მთვარის ცეცხლოვანი წარსული

 ქარიშხლების ოკეანე მთვარეზე ოდესღაც მართლაც ოკეანე იყო, არა წყლით შევსებული, არამედ ასეულობით კილომეტრის სიღრმის გამდნარი მაგმით(Space.Com).

 მთვარის ერთი მხარე ყოველთვის დედამიწისკენაა მობრუნებული, ხოლო მეორე, უხილავი მხარე – ყოველთვის საწინააღმდეგოდ. ეს მხარეები უჩვეულოდ განსხვავებულია. ხილული ნაწილი დაბლობს წარმოადგენს, რომელის მესამედი ვულკანური ქანებით არის დაფარული – მათ მთვარის ოკეანეებს უწოდებენ. მეორე მხარეზე კი სულ ორი ზღვაა, ზედაპირი ხილულისაზე რამდენიმე კილომეტრით მაღალია და ქერქის უფრო სქელი ფენითაა დაფარული. მათი მინერალური შემადგენელიც მკვეთრად განსხვავებულია.

 ამ განსხვავებებთან დაკავშირებით რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს – ოდესღაც, დედამიწასთან კიდევ ერთი თანამგზავრის არსებობის ჩათვლით, რომელიც მთვარის უხილავ მხარეს დაეცა. შეჯახების იდეას მხარს უჭერენ იაპონელი მეცნიერებიც, რომლებმაც ახალი კვლევა მთვარის ორბიტაზე მომუშავე თანამგზავრის ”კაგუია”(”სელენა”)-ს საშუალებით მიღებულ მონაცემებზე ჩაატარეს. თუმცა, მათი ვერსიით, შეჯახება ხილულ მხარეზე მოხდა და ყველაზე დიდი ბნელი ლაქა წარმოქმნა – ქარიშხლების ოკეანე, 3000 კილომეტრიანი დიამეტრით.

 ჯერჯერობით, ქარიშხლების ოკეანის წარმომავლობა გამოცანად რჩება: ბევრი სპეციალისტი ”დარტყმით” ჰიპოთეზას უჭერს მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი წარმომავლობის არანაირი ნიშანი არ შეიმჩნევა, მით უმეტეს, ამ რეგიონის ასაკი საკმაოდ წარმოსადეგია – დაახლოებით 4 მილიარდი წელი. იპაონელებმა სხვადასხვა რეგიონების მინერალური შემადგენელი შეისწავლეს, მიღებული შედეგები სწორედ შეჯახებითა და ქერქის მასშტაბური დნობით ახსნეს.

 მეცნიერთა გამოთვლებით, მძლავრი დარტყმები, რომლებმაც ეს და სხვა ოკეანეები წარმოქმნეს, ოდესღაც, ხილული ნაწილის ქერქი შესაძლებელია მთლიანად გაანადგურა. დიდი ხნით ეს მხარე გამდნარი მაგმით დაფარული რჩებოდა. რაღაც დონეზე ქერქი მოგვიანებით აღდგა, მას შემდეგ რაც მაგმა გაცივდა. ეს დნობა და ახლი კრისტალიზაცია, კვლევის ავტორთა აზრით, მთავრის ორივე მხარეს შორის არსებულ განსხვავებას განაპირობებს(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ; მთვარის გაჩენის ორი სცენარი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.