ობსერვატორია ჯემინიმ რევოლუციური ინსტრუმენტი შექმნა

 2011 წლის 16 დეკემბერს, ათწლიანი მუხლჩაუხრელი მუშაობის შემდეგ, ობსერვატორია ჯემინი-სამხრეთში(ჩილე), ახალი თაობის ადაპტიური ოპტიკით გადაღბული პირველი ულტრა-მკვეთრი ფართოფორმატის გამოსახულება მიიღეს.

 გამოსახულებაზე მჭიდრო ვარსკვლავთგროვა NGC 288-ს ნაწილია გამსოახული. ის 8 მეტრიანი სარკის გარჩევადობის შესაძლებლობის თეორიულ ზღვარს გვიჩვენებს, ცის უპრეცედენტოდ დიდი მონაკვეთისთვის.
ამ გამოსახულების სიმკვეთრე სისტემის პოტენციალის დემონსტრირებას ახდენს,  რომელიც ასტრონომების ხელში ახალ მძლავრ ინსტრუმენტად გადაიქცევა ისეთი მოვლენების უკეთ შესასწავლად, როგორებიცაა გალაქტიკების ზემასიური ხვრელები და ვარსკვლავების ევოლუცია.

 ინსტრუმენტი GEMS-ი ინდიკატორად 5 სინთეთიკურ(ხელოვნურ) ვარსკვლავს იყენებს, რომლებიც ლაზერებითაა შექმნილი. ამით ცის საკმაოდ დიდი ნაწილის ატმოსფერული არამდგრადობების კონტროლია შესაძლებელი, 10-ჯერ მეტის, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადაპტიური ოპტიკით აჭურვილ ობსერვატორიას შეუძლია.
”ჩვენ თვალებს არ დავუჯერეთ” ამბობს ჩილეს მაღალმთიან ანდებში მდებარე ობსერვატორიის მმართველი. ” NGC 288-ის გამოსახულებაზე ათასობით ვარსკვლავი ჩანს, მისი ხარისხი ჰაბლისას უახლოვდება, ოღონდ დედამიწიდანაა გადაღებული – ეს კი ფენომენალურია! არავის არასდროს არ გადაუღია ასეთი დიდი და მაღალი კუთხური შესაძლებლობის გამსოახულება.”


ლაზერი ატმოსფეროში ვარსკვლავისმაგვარ მნათ წერტილს აჩენს, რომლის ციმციმზე დაკვირვებით, ისევ ობსერვატორიიდან, ხდება ტელესკოპის სარკის უმცირესი შევიწროება-გაფართოება და ატმოსფერული ჰაერის ლივლივით გამოწვეული დამახინჯების კომპენსირება.

 ახალმა სისტემამ ორ შეზღუდვას დააღწია თავი, რომლებიც წინა თაობის ადაპტიურ ოპტიკას მუდამ თან სდევდა: მაღლი ელვარების ვარსკვლავთა კვლევა და ცის მცირე ნაწილის შესწავლის შესაძლებლობა.
ამ საქმისთვის ლაზერები პირველად არ გამოუყენებიათ, თუმცა ისინი პირველ პრობლემას კარგად ხსნიან. როცა ვარსკვლავებს არა აქვთ ”ბუნებრივი” ინდიკატორი, იქმნება ხელოვნური, მძლავრი, ნარინჯისფერი სხივიანი ლაზერით. მსოფლიოს ობსერვატორიები, მათ შორის ჯემინის ობსერვატორიებიც ჩილეში და ჰავაიზე, ვარსკვლავების ლაზერით მონიშვნის ტექნოლოგიებს იყენებენ(ტელესკოპი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.