სიცოცხლისათვის შესაფერისი ეკზოპლანეტებისა და ასეთივე პირობების მქონე მათი თანამგზავრების ძებნა გრძელდება. რას აღმოაჩენენ ასტრონომები სხვა პლანეტებზე?
ორბიტალური ტელესკოპი „კეპლერი“ ეკზოპლანეტების ძებნეას აგრძელებს, ასტრონომები კი კიდევ უფრო მეტი იმედის თვალით უყურებენ ამ სიტუაციას და თვლიან, რომ განსხვავებული სიცოცხლის აღმოჩენის შანსი ნამდვილად არსებობს.
გარდა ამისა, ციური ობიექტების მკვლევარები კომპიუტერულ მოდელირებასაც იყენებენ, რომელიც მათ მიწისმაგვარი პლანეტებისა და მათი თანამგზავრების აღმოჩენაში ასევე ეხმარებათ.
ჯერ კიდევ 2010 წლის თებერვალში კეპლერის მეცნიერთა ჯგუფმა 1235 პლანეტობის კანდიდატთა აღმოჩენაზე გააკეთა განცხადება, რომელთაგან 37 ნეპტუნის ზომისაა, 10 კი იუპიტერის ზომის. ყოველი მათგანი იმყოფება ზონაში, სადაც მეტნაკლებად შესაფერისი პირობებია სიცოცხლის გაჩენისთვის.
მეცნიერთა თქმით აპ პლანეტების უმრავლესობა გაზური გიგანტები არიან და მათ ზედაპირზე თხევადი წყალი არ იქნება, თუმცა თანამგზავრებზე ასეთი წყალი შეიძლება იყოს.
სიცოცხლისათვის შესაფერისი ზონების შედარება. ვერტიკალურ სკალაზე მოცემულია ვარსკვლავების მასები, ჰორიზინტალურზე მანძილი ასტრონომულ ერთეულებში. ცისფერი ზოლით სასიცოცხლო ზონაა ნაჩვენები, მუქი ცისფერით შესაძლო სასიცოცხლო ზონა, წარმოქმნილი ჯერჯერობით უცნობი გარემოებებით( ESO, Franck Selsis, Univ. of Bordeaux-ის ილუსტრაცია).
ასტრონომები ანალოგიას ეკზოპლანეტებსა და სატურნს შორის აკეთებენ. ამ უკანასკნელის თანამგზავრ ტიტანზე(1), სატურნისგან განსხვავებით, თხევადი წყლის კვლებია აღმოჩენილი, ის მზის სისტემის ერთადერთი თანამგზავრია, რომელზეც თხევადი წყლის არსებობაა დამტკიცებული.
ჰარვარდ-სმიტსონელი ასტროფიზიკოსები თვლიან, რომ „კეპლერიდან“ მიღებული მონაცემების კომპიუტერული მოდელირებით დამუშავება მათ სიცოცხლისათვის შესაფერისი ეკზოპლანეტებისა და მათი თანამგზავრების მოძებნაში დაეხმარებათ.