გაზაფხულის წვიმა ტიტანზე

 ტიტანის ერთ-ერთმა ეკვატორულმა შტორმმა გიგანტური ისრის ფორმა მიიღო, ისარი პირდაპირ აღმოსავლეთისკენ არის მიმართული. „ისრის“ სიგრძე 1200 კილომეტრია, თითოეული „ფრთის“ სიგრძე, რომლებიც სამხრეთისა და ჩრდილოეთისკენაა მიმართული, სიგრძით 1500 კილომეტრს აღწევს. ეს უცნაური ფორმის ღრუბლების სისტემა კადრში 2010 წლის სექტემბერს მოხვდა(NASA/JPL/SSI).

 მზის გარშემო სატურნის და მისი თანამგზავრების მოძრაობასთან ერთად, ტიტანზე სეზონური ცვლილებები ხდება. მის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ახლა გაზაფხულია.

 პლანეტოლოგებმა ”კასინიდან” გამოგზავნილი მორიგი ინფორმაციული პორცია გაშიფრეს. მათ ადრეც იცოდნენ, რომ ტიტანზე არსებობს „წყლის“ მძლავრი წრებრუნვა(წყლის როლს იქ მეთანი ასრულებს) – ღრუბლები, ნისლი, ნაკადულები, ტბები… ახლა ამ ყველაფერს ახალი მონაცემებიც დაემატა. შტორმის შემდგომი ფოტოების გაანალიზების მერე ასტრონომებმა დაასკვნეს – ზედაპირზე წვიმისგან დასველებული ტიტანისეული უდაბნოს დიუნები ჩანს.

შტორმი, რომელიც კასინიმ 2010 წლის ოქტომბერში გადაიღო

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.