სეზონების ცვლილება

 დედამიწის ღერძის დახრილობის გამო, წლის განმავლობაში ჰორიზონტის მიმართ მზის ასვლის სიმაღლე იცვლება (შესაბამისად, დღის ხანგრძლივობაც). ჩრდილოეთ ნახევარსფეროში , როცა ღერძი მზისკენაა გადახრილი, დღე უფრო დიდ ხანს გრძელდება და მზეც დღის განმავლობაში ცაზე საკმაოდ მაღლა ასწრებს ასვლას. შედეგად ტემპერატურა იზრდება, ამ დროს ზაფხულია. როცა ჩრდილოეთ პოლუსი მზის საწინააღმდეგო მიმართულებითაა გადახრილი, ყველაფერი პირიქით ხდება და გარემოც უფრო ცივდება, ამ დროს ზამთარია.

 ამ ილუსტრაციის საწინააღმდეგო მდგომარეობა ასახულია პირველი ილუსტრაციის მარჯვენა მხარეს, იქ ჩრდილოეთ ნახევარსფერო ნაკლებადაა განათებული და შესაბამისად ნაკლებად თბება (დააკვირდით ყინულოვან საფარს), ანუ ზამთარია. თუმცა, სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარი უფრო ზომიერია ვიდრე ჩრდილოეთში, რაც ლანდშაფტის თავისებურებითაა გამოწვეული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.