რამდენ ხანში იშლება ურანი?(ლევანი)

 ურანის გამოღვიძება არასწორი ტერმინია, ურანს სულ „ღვიძავს“, ის რადიოაქტიურია ბუნებრივად და რადოიაქტიურ დაშლას განიცდის. რადიოაქტიურ ელემენტებს განსხვავებული დაშლის პერიოდი აქვთ, ზოგს იმდენად დიდი, რომ პრაქტიკაში მათ ნახევრად დაშლის პერიოდს იყენებენ, რათა არ მოხდეს ძალიან დიდი ციფრებით მანიპულირება. მაგალითად, ურანი 235, რომელიც ატომური საწვავის მთავარი ელემენტია, ნახევრად დაშლის პერიოდი 235U 7,13×108 წელს უტოლდება.

როგორც ილუსტრაციაზე ჩანს, დაშლის მერე ურანი სხვა ნივთიერებებად გარდაიქმნება. ეს ნივთიერებებიც რა თქმა უნდა რადიოაქტიურები არიან და აქვთ მათთვის დამახასიათებელი დაშლის პერიოდები.

 ატომურ რეაქტორებში ხდება ამ პროცესის ხელოვნურად აჩქარება მეტი გამოსხივებული ენერგიის მისღებად. ამ დროს გამოყოფილი ენერგია ის ენერგიაა, რომელიც იცავს ნივთიერების ბირთვს დაშლისგან და რომელიც ბუნებაში არსებული ოთხი ურთიერთქმედებიადან ყველაზე ძლიერს მიეკუთვნება(ძლიერი, სუსტი, ელ.მაგნიტური და გრავიტაციული). მსუბუქი ელმენტებისგან განსხვავებით ურანის ბირთვი იმდენად მძიმეა, რომ თავისთავად, ბუნებრივად იშლება. დაშლის დროს გამოსხივებული ნეიტრონი იქვე სხვა ბირთვს ეჯახება და სხვა 2-3 ნეიტრონის გამოსხივებას იწვევს, ეს უკანასკნელნი კი სხვა ბირთვებს ეჯახებიან და ნეიტრონების რაოდენობა სწრაფად იზრდება, ეს არის ე.წ. ჯაჭვური რეაქცია. რეაქციის საკონტროლებლად იყენებენ ნივთიერებებს, რომელთაც ნეიტრონების შთანთქმის უნარი გააჩნიათ. ასეთი ნივთიერების ღეროს ატომური რეაქტორის აქტიურ ნაწილში შეყვანით ხდება ჯაჭვური რეაქციის შენელება ან დაჩქარება. ნეიტრონი მძიმე და ამავე დროს უმუხტო ნაწილაკია, ის ადვილად აღწევს ატომის ბირთვში, პროტონისგან განსხვავებით, რომელსაც სხვა, იგივე ნიშნით დამუხტული პროტონები(+) განიზიდავენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.