„კასინი“ – მისიის დასასრულის კულმინაციური მომენტი

 კოსმოსური აპარატი „კასინი“, სატურნის ეკვატორულ ორბიტაზე 2014 წლის გაზაფხულიდან მოძრაობდა(პირდაპირი/Live). გამოიყენა რა ამ ორბიტის თავისებურებები, პლანეტისა და მისი თანამგზავრების გრავიტაციული ზემოქმედებით, აპარატმა გაზის გიგანტის თანამგზავრების დათვალიერება შეძლო. ნასას მეცნიერთა განცხადებით, საკვლევ ობიექტებთან ახლოს მისვლის ხარჯზე, სატურნის რგოლებსა და მის თანამგზავრებზე უამრავი სასარგებლო ინფორმაცია იქნა მიღებული. სამწუხაროდ, „კასინის“ საექსპლუატაციო ვადა ამოიწურა და ოპერატორები  მის ახალ პოლარულ ორბიტაზე გადაყვანას შეუდგნენ.

 “კასინი” და ზონდი “ჰიუიგენსი”(ილუსტრაცია).

 ბოლო მანევრი 2016 წლის 23 იანვარს განხორციელდა. ახალ ორბიტაზე გადაყვანა ხუთი სამანევრო აჩქარებისა და ტიტანის გრავიტაციის გამოყენებით მოხდა. ჰიდრაზინზე მომუშავე ძრავის 35 წამიანი ჩართვის მერე, აპარატი 6,8 მ/წმ-მდე აჩქარდა. ტიტანის მაქსიმალური გრავიატციული ზემოქმედება 2016 წლის 1 თებერვალს უწევს, რის შედეგადაც „კასინის“ სიჩქარე 774 მ/წმ-მდე გაიზრდება. ტიტანის გრავიტაციული ხაფანგიდან გასანთავისუფლებლად ძრავები კიდევ რამდენიმეჯერ ჩაირთო და ზონდი 22 წრიან საბოლოო ორბიტაზე გადავიდა.

კასინისა“ და ტიტანის ჩახლართული „ცეკვა“, მისიის „დამასრულებელი აქტისთვის“ მზადებაა – 2017 წლის 15 სექტემბერს, ის სატურნის ატმოსფეროში შეიჭრება და არსებობას შეწყვეტს.

პირდაპირი ეთერი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.