მარსმავლის გაშვება ცოტა ხნით გადაიდო

 სტარტი გადაიდო იმის გამო, რომ სპეციალისტებს ფრენის ავარიული შეწყვეტის სისტემის აკუმულატორის შეცვლისთვის საჭირო დრო დარჩენოდათ. ბოლო ინფორმაციით სტარტი 2011 წლის 26 ნოემბერს განხორციელდება. სასტარტო ფანჯარა კოსმოსური ობიექტების განლაგებითაა განპირობებული, რომლებიც წითელი პლანეტისკენ ფრენას შესძლებელს ხდიან. კოსმოსში მარსმავალს რაკეტა მატარებელი Atlas V გაიყვანს.

 მარსმავალი MSL(ან ”Curiosity” – ”ცნობისმოყვარე”) გეილის კრატერში უნდა დაჯდეს(ანიმაცია). ამ წარმონაქმნის დიამეტრი 150 კილომეტრია. კრატერში, დალექილი ქანების 5 კილომეტრიანი კონუსია, რომელიც, როგორც ითვლება, აქ ოდესღაც არსებულმა მდინარეებმა მოიტანეს.

 მარსმავლის ბორტზე უამრავი საკვლევი მოწყობილობაა დამონტაჟბული. სამი კამერა და რამდენიმე სპექტროგრაფი. მზის ბატარეების გარდა აპარატს ენერგიით მოამარაგებს თერმოელექტრული გენერატორი, ის პლუტონიუმ-238-ზე მუშაობს. MSL-ის ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარს ცსილდება(სიცოცხლე მარსზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.