გამა-ანთებები: მათი წარმომავლობა და როლი

 მეცნიერები სამყაროს სხვა და სხვა კუთხიდან მომავალ გამა-სხივებს მუდმივად აფიქსირებენ. მცირე ხანგრძლივობის მიუხედავად, წამზე მცირე დროდან რამდენიმე წუთამდე, ამ მაღალენერგიულ ასტრონომულ გამოცანებს მომაკვდინებელი ძალა გააჩნიათ. ბოლო დრომდე მათ შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. 1960 წელს გამა-ანთებები სრულიად შემთხვევით არმოაჩინეს. ცივი ომის დროს, ამერიკელებმა საბჭოთა კავშირის მხრიდან არაკანონიერი ატომური აფეთქებების დასაფიქისრებლად ორბიტაზე თანამგზავრები გაიყვანეს. ეს თანამგზავრები გამა-გამოსხივების დეტექტორებით იყვნენ აღჭურვილნი, რადგან ატომური აფეთქების დროს დიდი რაოდენობით ამ სახის რადიაცია გამოიყოფა. ამერიკელი სამხედროები გაკვირვებულები დარჩნენ იმ ფაქტით, რომ გამა-სხივები არა დედამიწის ზედაპირიდან, არამედ ღია კოსმოსიდან მოდიოდნენ.

 რას წარმოადგენენ გამა-ანთებები? როგორ ფორმირდებიან და სად?(კოსმ.სხივები) ბოლო 15 წლის განმავლობაში, დაკვირვებებმა ორბიტალური თუ ზედაპირულიელესკოპებით, მეცნიერებს მონაცემთა დიდი რაოდენობა დაუგროვა, რაც მათ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემაში ეხმარება.

 მეცნიერებმა გამა-ანთებების 2 ტიპი გამოყვეს: მოკლე, 0,3 წამის ხანგრძლივობით და გრძელი – დაახლოებით 30 წამი. ექსპერტები ეჭვობენ, რომ ანთებათა ამ ტიპებს განსხვავებული წარმომავლობა გააჩნიათ. ისინი გრძელი გამა-ანთებების წარმომავლობაში დარწმუნებულნი არიან, მაშინ როცა მოკლე ანთებები გამოცანად რჩება.

 ხანგრძლივი ანთებები განსაზღვრული ტიპის ვარსკვლავებში ხდება, ისინი ”ვოლფ-რაიეს” სახელით არიან ცნობილი. ეს ვარსკვლავები უზარმაზარი ზომისანი, თან ზეცხელები და მასიურები არიან. ისინი ვარსკვლავური მატერიის დიდ მასას გამოტყორცნიან კოსმოსში. ასეთი ტიპის ვარსკვლავები ჩვენს გალაქტიკაშიც არიან, ასევე სამყაროს შორეულ კუთხეებშიც, ისე შორს, რომ მათი ციმციმის დანახვა ზემძლავრ ტელესკოპებსაც კი არ შეუძლიათ, აი მათი ზეახლად აფეთქება კი სრულიად სხვა ამბავია.

 სიცოცხლის ბოლოს, სანამ შავ ხვრელად შეიკუმშებიან, ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები ზეახლად ფეთქედებიან. აფეთქების დროს, ენერგიის ზეცხელი კონა ვარსკვლავიდან თითქმის სინათლის სიჩქარით მიიკვლევს გზას. გამა-ანთება აფეთქების ტალღის ვარსკვლავურ ნივთიერებებთან შეჯახების მომენტში ჩნდება. ისინი გარემოში მთელი პროცესის განმავლობაში იფრქვევიან. აფეთქების ტალღა გაზის ნაწილაკებთან და მტვერთან დეტონირებს, ყველა ზომისა და დიაპაზონის ნაწილაკების გააჩენით, რენტგენის სხივებით დაწყებული, ხილული სპექტრით დამთავრებული. სწორედ ამ დრამატულ მოვლენებს ვხედავთ ჩვენ დედამიწიდან.

 გამა-სხივები მილიარდობით წელი მოგზაურობენ, სანამ დედამიწამდე მოაღწევენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი სიჩქარე სინაათლის სხივის სიჩქარის ტოლია(ელექტრომაგნიტური სხივების სიჩქარე – 300 000 კმ/წმ.). ამიტომ გამა-ანთებები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, მაშინ მოხდა, როცა სამყროს ასაკი ახლანდელის ნახევარი იყო.

 რა მოხდება, თუ ირმის ნახტომის ერთ-ერთი ვარსკვლავი გამა-ანთების წყაროდ იქცევა?  ტეხასის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი ადრიან მელოთი ამბობს, რომ ასთი რამ ადრეც ხდებოდა, სავალალო შედეგებით.

 პალეონტოლოგ ბრიუს ლიბერმანთან(კანზასის უნივერსიტეტი) და სხვა მეცნიერებთან ერთად ჩატარებულ სამუშაოებზე დაყრდობით, მელოთი ასკვნის, რომ დედამიწაზე მასშტაბებით მეორე მასობრივი გადაშენების მიზეზი ერთ-ერთი გამა-ანთება იყო.

 440 მილიონი წლის წინათ მომხდარი გადშენება მაშინ მოხდა, როცა დედამიწაზე წყლის სიცოცხლე ყვაოდა. ლიბერმანი მაშინდელ პერიოდს ასე აღწერს: ”იმ დროს დედამიწა უცხოპლანეტელებს რომ ენახათ, მას ალბათ ტრილობიტების პლანეტას უწოდებდნენ”. ტრილობიტები კიბოსმაგვართა ოჯახს მიეკუთვნებოდნენ. მასიური გადაშენების დროს სიცოცხლის სხვა ფორმათა ორ მესამედთან ერთად ისინიც გაქრნენ.

 დიდი ხნის განმავლობაში, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ გადაშენების მიზეზი გამყინვარება იყო. თუმცა ამ თეორიას ერთი დიდი ნაკლი აქვს: არ არსებობდა უეცარი მასიური აცივების მიზეზი. ლიბერმანი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ გამყინვარებამ ამდენი სახის ცოცხალი არსება გაანადგურა:” პლანეტის გეოლოგიურ წარსულში გამყინვარების სხვა პერიოდებიც იყო, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ისეთი ეფექტი, როგორიც 440 მილიონი წლის წინ”. ერთად მუშაობის დროს, ლიბერმანმა და მელოთმა გადაშენების მიზეზის დასადგენად, ალტერნატიული თეორია შეიმუშავეს. ისინი თვლიან, რომ 440 მლნ. წლის წინ დედამიწიდან 10 000 სინათლის წლის მანძილზე მყოფი ვარსკვლავი გამა-ანთების სახით აფეთქდა. რადიაციამ დედამიწის ატმოსფერო შეცვალა, აზოტისა და ჟანგბადის მოლეკულების დაშლით. პლანეტა მომაკვდინებელი აზოტის დიოქსიდის ნისლში გაეხვია, რომელიც მზის სითბოს ბლოკავდა. მიუხედავად იმისა, რომ ანთება რამდენიმე წამი გრძელდებოდა, წარმოქმნილმა ნისლმა გამყინვარება გამოიწვია. აზოტის ორჟანგის ღრუბლები მზის ინფრაწითელ სხივებს ბლოკავდნენ, ხოლო ულტრაიისფერი გამოსხივება ზედაპირამდე დაუბრკოლებლად აღწევდა. გამა-სხივები აზოტის ოქსიდის წარმოქმნით პლანეტის შემომფარგლავ ოზონის სფეროსაც შლიდნენ. ულტრაიისფერი სხივები ყველა ცოცხალი ორგანიზმის დნმ-ში აღწევდნენ, წყალში ძალიან ღრმად მცხოვრებთა გამოკლებით. მელოთი თვლის, რომ 4,5 მილიარდიანი წლის ისტორიის განმავლობაში დედამიწა გამა-სხივების ზემოქმედების ქვეშ არა ერთხელ მოექცა.

 შეიძლება ეს ახლაც განმეორდეს? მელოთი თვლის, რომ ეს ხვალ ან მილიონობით წლის მერე შეიძლება მოხდეს. ანუ უნდა ვინერვიულოთ თუ არა? ალბათ არა, რადგან გამა-სხივები გაფრთხილების გარეშე და მომენტალურად უტევენ. ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, თუ როდის გამოჩნდებიან ისინი, ასევე არ შეგვიძლია რაიმე საშუალებით წინ აღვუდგეთ მათ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.