უცნობი კოსმოსური ანთების კვალი

 იაპონელმა ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით 1,2 ათასი წლის წინათ დედამიწამ კოსმოსური სხივებით უმძლავრესი ბომბარდირება გადაიტანა(საშიში გამა-ანთების კვალი). მეცნიერთა სტატია ჟურნალ Nature-ში გამოჩნდა, მოკლედ კი Nature News-ში.
 მეცნიერებმა გამოიყენეს მონაცემები ატმოსფეროში ნახშირბად14-ის შემცველობაზე(მონაცემთა მასივი IntCal09), რომლებიც ხეების რგოლებისა და ზღვის ფსკერის დანალექების ანალიზით შეგროვდა. დადგინდა, რომ ჩვენი ერის 774-775 წლებში ამ იზოტოპის შემცველობა ატმოსფეროში 1,2 პროცენტით გაიზარდა(რაც ამ პარამეტრის ჩვეულებრივ ცვლილებებზე 20-ჯერ მეტია).
 ცნობილია, რომ ნახშირბად14 წარმოქმნება აზოტის ნეიტრონებით ბომბარდირების დროს. ნეიტრონების(რადიაცია) წყარო, თავის მხრივ, არის კოსმოსური სხივების ზემოქმედება ატმოსფეროს ზედა ფენებზე.
 თავიდან მეცნიერებს კოსმოსური სხივების ჭარბ რაოდენობასთან დაკავშირებით ორი ჰიპოთეზა ჰქონდათ. პირველის თანახმად, სხივები ზეახალი ვარსკვლავის უმძლავრესი აფეთქებით გაჩნდნენ. ამ შემთხვევაში, თუმცა, ასეთი ზეახალი ცაზე დღეც ხილული უნდა ყოფილიყო, ხოლო მისი ნარჩენის დანახვას ინფრაწითელ და რენტგენის დიაპაზონებში თანამედროვე ასტრონომები აუცილებლად შეძლებდნენ.

 მეორე ვერსიის თანახმად, სხივების წყარო იყო უმძლავრესი ამონაფრქვევი მზეზე. ასეთ ამოფრქვევას კი სერიოზულად უნდა ემოქმედა ოზონის სფეროზე და გამოეწვია პოლარული ნათება ყველაზე უფრო სამხრეთულ განდებზეც. მაგალითად, 1859 წელს, კერინგთონის ანთების დროს, პოლარული ციალი ჰავაიზე და კუბაშიც დაიმზირებოდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.