სუპერანთებები მზის მსგავს ვარსკვლავებზე

 იაპონელმა ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ მზისმაგვარ ვარსკვლავებზე ზემძლავრი ანთებების მოხდენაა შესაძლებელი (Nature News).

 ყველზე ძლიერი ანთება მზეზე 1859 წელს დაფიქსირდა – კარინგტონის ანთება. ამოფრქვევის სიმძლავრე ისეთი იყო, რომ პოლარული ნათება ჰავაის კუნძულებიდანაც კი დაიმზირებოდა, ხოლო სატელეგრაფო სადენებიდან ნაპერწკლები ცვიოდა. ასეთი მოვლენა რომ ახლა მოხდეს, შედეგები კატასტროფული იქნება (აქტიური მზე).

 დღეისათვის უკვე ცნობილია, რომ ზოგიერთ ვარსკვლავზე კარინგტონის ანთებაზე გაცილებით ძლიერი ამოფრქვევები ხდება – ასეთი მოვლენები სხვადასხვა კოსმოსურმა აპარატებმა დააფიქსირა. მათი გამომწვევი მიზეზები აქამდე უცნობია და არც ასეთი ანთებების სტატსტიკა არსებობდა.

 ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში, მეცნიერებმა გამოიყენეს მონაცემები, რომლებიც ორბიტულმა „კეპლერმა“ შეაგროვა. ეს აპარატი მეთვალყურეობს ცის ნაწილს ქნარისა და გედის თანავარსკვლავედებს შორის, სადაც ტელესკოპის ხედვის არეში ერთბაშად 150 ათასი ვარსკვლავი არის მოხვედრილი. 120 დღიანი დაკვირვებების მერე, 80 ათასი მზისმაგვარი ვარსკვლავიდან 146-ზე ანთება დაფიქისრდა. ყოველი მათგანის სიმძლავრე 10-დან 10-ათასჯერ აჭარბებდა კარინგტონის ანთებათა სიმძლავრეს.

 მეცნიერთა თქმით, სუპერანთებათა ძირითადი ნაწილი ხდება ვარსკვლავებზე, რომლებიც საკმაოდ სწრაფად ბრუნავს თავიანთი ღერძის გარშემო – 10 დღიანი პერიოდით (შედარებისთვის, მზის ეკვატორული ბრუნვის პერიოდი დაახლოებით 24,5 დღეა). ასეთი პატარა პერიოდები ახალგაზრდა მნათობებისთვისაა დამახასიათებელი.

 ანთებათა ნაწილი დარეგისტრირდა ვარსკვლავებზე, რომლებიც ძალიან ჰგავს მზეს. მეცნიერებს ჰქონდათ ჰიპოთეზა, რომ ეს მოვლენა ვარსკვლავსა და სისტემის გიგანტ პლანეტას შორის არსებულ ურთიერთქმედებას შეიძლება უკავშირდებოდეს, რაც არ დადასტურდა. ერთადერთი, ჯერჯერობით, რაც იაპონელმა ასტრონომებმა დაადგინეს არის ის, რომ სუპერანთებების წინ ვარსკვლავის ზედაპირზე გიგანტური ბნელი ლაქების წარმოქმნა ხდება.

 ორბიტული ტელესკოპი „კეპლერი“, 2009 წლის მარტში გაუშვეს. მისი მთავარი ამოცანა იყო ეგზოპლანეტების ძებნა. ამისათვის ის მნათობის ელვარების უმცირეს ცვლილებებს აფიქსირებდა, რაც ვარსკვლავის დისკოზე პლანეტის გავლის გამო ხდება (ტრანზიტი(1)). მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ „კეპლერის“ მონაცემები ასტრონომიის სხვა დარგებისთვისაც სასარგებლოა – ვარსკვლავძვრით სისტემის ასაკი დაადგინეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.