მზე გამყინვარებით გვემუქრება?!

 სამი მეცნიერული კვლევის მიხედვით, რომლებიც ჩატარდა და გამოქვეყნდა ა.შ.შ-ში, მალე მზის აქტიურობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ამ მოვლენას კი შეუძლია შეცვალოს კლიმატი დედამიწაზე.

 ამერიკელი ასტრონომების მიერ ჩატერებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მზის ლაქებმა შემცირება დაიწყეს, რაც მზის გაცილებით წყნარ პერიოდში გადასვლაზე მეტყველებს. ეს ფაზა საკმაოდ დიდ ხანს შეიძლება გაგრძელდეს.

 2008 წელს მზემ თავისი 24-ე ციკლი დაამთავრა(მზის აქტიურობის ყოველი ციკლი 11 წელი გრძელდება). მისი აქტიურობის შეფასება ლაქების რაოდენობით ხდება.

 ფრანკ ჰილმა, მზის ნაციონალური ობსერვატორიიდან, განაცხადა: ”ამჟამინდელი აქტიურობის მაქსიმუმის მერე მზე ნაკლებად აქტიური გახდება ათწლეულების განმავლობაში. ამაზე მეტყველებს მზის ლაქების რაოდენობის სწრაფი შემცირება. ფენომენს ექნება სერიოზული შედეგები, კოსმოსური ცვლილებებიდან დაწყებული დედამიწაზე კლიმატის ცვლილებით დამთავრებული. ის ფაქტი, რომ სამი დამოუკიდებელი ობსერვატორია ერთი და იგივე დასკვნამდე მივიდა კვლევის შედეგებს სარწმუნოს ხდის.

შემდეგი ციკლის განმავლობაში ამოფრქვევები იმდენად მცირე იქნება, რომ შეიძლება ლაქები საერთოდ აღარ გაჩნდნენ.

 მზის აქტიურობის შემცირება პირველად არ ხდება მნათობზე დაკვირვებების ისტორიაში. წარსულში, სუსტი მზის პერიოდი გამყინვარების პერიოდს დაემთხვა. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ მომავალ მინიმუმში საქმე ე.წ. მაუნდერის მინიმუმამდე არ მივა, რომელიც 1645 დან 1715 წლამდე გაგრძელდა და მიკროგამყინვარება გამოიწვია.

არქივიდან

 ასტრონომთა ვარაუდით მზის ლაქები აქტიურობის შემდგომ ციკლებში შემცირდება და შემდეგ საერთოდ გაქრება, მზე კი წლების განმავლობაში წყნარად იქნება.

 მზის ციკლის უჩვეულო განვითარებამ უკვე 11 წლის მერე შესაძლებელია ლაქების სრული გაქრობა გამოიწვიოს, ამასთან ერთად მზის აქტივობის ასეთი მინიმუმი  შეიძლება ათწლეულობით გაგრძელდეს. ასეთია ამერიკის ნაციონალური მზის საკვლევი ობსერვატორიის(NSO) მუშაკთა პროგნოზი.

 ეს ნაშრომი არის რეზულტატი მზის 1500-ზე მეტი ლაქის მაგნიტური ველის მრავალწლიანი გაზომვებისა. 1990 წლის ბოლოდან დღემდე მზის ლაქებში მაგნიტური ველის ინდუქცია 2700 დან 2000 ჰაუსამდე დაეცა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ 2021 წლისთვის ველების დაძაბულობა 1500 ჰაუსამდე შემცირდება, ასეთ პირობებში კი ლაქების გაჩენა შეუძლებელია.

 მაგნიტური ველის დაძაბულობის კლების მიზეზი ჯერ ჯერობით დაუდგენელია. აქტივობის ბოლო მინიმუმი, რომლიდანაც მნათობი ახლახან გამოვიდა 26 თვე გაგრძელდა ჩვეული 16-ის მაგივრად. ამ გადახრებს მეცნიერები მზის სიღრმეებში მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ, თუმცა მთლიანი სურათი ჯერ არ არსებობს.

აქტიური პერიოდის „ტიპიური“ ლაქებისაგან განსხვავებით(ფერადი ფოტო) ახალი ლაქები უფრო „ავადმყოფურად“ გამოიყურებიან(შავ-თეთრი ფოტო), ბევრ მათგანს აქვს ძალიან პატარა ნახევარჩრდილი, ზოგს კი საერთოდ არ გააჩნია იგი(ფოტო William Livingston/NSO).

 ამ ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ მათი პროგნოზი არ არის საბოლოო. თუმცა დაკვირვებათა ექსტრაპოლაცია იმაზე მეტყველებს, რომ ახლანდელ 24-ე ციკლში ლაქების რაოდენობა 2-ჯერ ნაკლები იქნება წინა 23-ესთან განსხვავებით(ის ისედაც ლაქების მცირე რაოდენობით გამოირჩეოდა), 25-ე ციკლში კი ლაქები თითქმის საერთოდ აღარ იქნება. მოვლენათა შემდგომი განვითარება გვიჩვენებს, გამოსწორდება მზე თუ ნამდვილად აქტიურობის ზეხანგრძლივ მინიმუმში გადავა.

 ასეთი რამე ადრეც მომხდარა. ე.წ. მაუნდერის მინიმუმი 1645 დან 1715 წლამდე გაგრძელდა. ლაქების რაოდენობა 1000-ჯერ ნაკლები იყო იმაზე, რამდენიც იმავე წლების განმავლობაში შეიძლებოდა დაგროვებულიყო ჩვენს ეპოქაში.

 მნათობის მაშინდელი დაბალი აქტიურობა მცირე გამყინვარების პერიოდის მიზეზი გახდა. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ანომალურად წყნარი მზე 2020 წლისთვის, თუ პროგნოზი გამართლდება, აუცილებლად იმოქმდებს დედამიწის  კლიმატზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.