კოსმოსური ობსერვატორია „ჰერშელი“ მილიარდობით გალაქტიკისგან შემდგარ ძაფს ხედავს. ეს ძაფი ერთმანეთთან ორ გალაქტიკურ კლასტერს აერთებს და კიდევ ერთი კლასტერის გასწვრივ გადის.
გალაქტიკური ძაფები სამყაროს ყველაზე დიდ სტრუქტურებს წარმოადგენენ, მათი აღმოჩენა 1980 წლიდან დაიწყო, საშუალო სიგრძე 50-80 მეგაპარსეკია(163-260 მილიონი სინათლის წელი). ისინი სამყაროს სიცარიელეებს, ვოიდიებს, შორის საზღვრებს წარმოქნიან. გალაქტიკურ ძაფებს გალაქტიკათა ზეგროვებს ან დიდ კედლებსაც უწოდებენ.
„ჰერშელის“ მიერ ახლახანს აღმოჩენილი გალაქტიკური ძაფი ყველაზე დიდია სამყაროში.
„ჩენ გაკვირვებულები ვართ იმით, რომ აღმოვაჩინეთ გიგანტური გალაქტიკური ძაფი ინტენსიური ვარსკვლვთწარმომქმნელი პროცესებით მასში“ – ამბობს კანადის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი კრისტენ კოპპენი.
აღმოჩენილი ვარსკვლავური ხიდი 8 მილიონი სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება. ამ სტრუქტურაში ორი კლასტერი სუპერკლატერს წარმოქმნის, სახელად RCS2319. ეს ძალიან იშვიათი და შორეული კლასტერია, მისი შუქი ჩვენამდე მოღწევას 7 მილიარდ წელს ანდომებს.