მეცნიერთა აზრით, ნისლეულის უცნაური ფორმა იმით შეიძება აიხსნას, რომ ის ორი ხნიერი ვარსკვლავური წყვილის ურთიერთქმედებით გაჩნდა. მთლიანი ზომის ფოტო შეგიძლიათ ნახოთ ობსერვატორიის ოფიციალურ საიტზე.
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ნისლეული, ელვარე ორმაგი ვარსკვლავის აფეთქებით ჩამოყალიბდა, რომელის დანახვა გამოსახულების ცენტრშია შესაძლებელი. თუმცა ახალი მონაცემები იმაზე მიუთითებენ, რომ უფრო მეტად შესაძლო კანდიდატი იქვე მყოფი დაბალი ელვარების ცისფერი ვარსკვლავია – გამოსახულებაზე ოდნავ მარჯვნივ და დაბლა.
საქმე იმაშია, რომ კაშკაშა ორმაგი ვარსკვლავის ულტრაიისფერი გამოსხივების სიმძლავრე არ არის სამკარისი ნისლეულის ისეთნაირად გასაცხელებლად, რაც გამოქვეყნებულ ფოტოზე დაიმზირება. ამავე დროს ცისფერ ვარსკვლავს, როგორც ჩანს, სწორედ ასეთი სიმძლავრის გამოსხივება გააჩნია.
მეორეს მხრივ, პირველი ვარსკვლავის ორმაგი ბუნებით კარგად აიხსნება ნისლეულის საერთო არასიმეტრიულობა, მაშინ როცა ცისფერი ვარსკვლავის ორმაგ ბუნებაზე მონაცემები ჯეჯერობით არ არსებობს.
ავსტრალიელი ასტრონომები მაკკუორის უნივერსიტეტიდან, რომელბიც კვლევაში მონაწილეობენ, ამტკიცებენ, რომ ცისფერი ვარსკვლავის ნათობა კარგად შეესაბამება ნავარაუდევს. სწორედ ასეთი ნათობა უნდა ჰქონდეს ვარსკვლავის ნარჩენს, რომელმაც აფეთქება გადაიტანა და რის მერეც ნისლეული გაჩნდა.
მეცნიერები ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვნად ვერ ამბობენ, ორიდან რომელი მნათობის აფეთქებამ გამოიწვია ნისლეულის ფორმირება. თუმცა ზუსტადა ცნობილი, რომ მის ფორმირებაში ორივემ მიიღო მონაწილეობა.
ობსერვატორია ”ჯემინი”(ტყუპები) ინფრაწითელი ტელესკოპების წყვილისგან შედგება, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში – ჰავაისა და ჩილეში. ტელესკოპებს ერთობლივად(ინტერფერომეტრი) შეუძლიათ ცის სფეროს ნებისნიერი წერტილის გამოსახულების მიღება. ობსერვატორიას ემსახურება კონსორციუმი სხვა და სხვა ქვეყნებიდან – ა.შ.შ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ჩილე, ბრაზილია, არგენტინა და ავსტრალია.