მაიას კიდევ ერთი კალენდარი – გისურვებთ ბაკტუნს.

 ცუდი სიახლე: ეს ტყუილია, არანაირი ახალი კალენდარი არ უნახავთ. კარგი სიახლე: მაიას კალენდარი არც არასდროს წინასწარმეტყველებდა ქვეყნიერების დასასრულს.

ყველას გისურვებთ ბაკტუნსWink

 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაიას კალენდარი სულაც არ გვემუქრება ქვეყნიერების დასასრულით. გაგონილი გექნებათ, მაიას კალენდრით 2012 წლისთვის ნავარაუდევი აღსასრულის შესახებ და ისიც, რომ არქეოლოგებმა იპოვეს კიდევ ერთი კალენდარი, რომელიც ქვეყნიერების დასასრულს არ წინასწარმეტყველებს.

მაიას სამი კალენდარი

 მაიას სამოქლაქო კალენდარი იყო ხააბი. მისი საფუძველია მზიური ციკლი – 365 დღე. ეს კალენდარი ყოველდიური ცხოვრებისთვისაა შესაფერისი, რადგან სწორედ მასთან იყო დაკავშირებული სოფლის მეურნეობა. მასში იყო 20 დღიანი 18 თვე და კიდევ 5 დღე. პარალელურად არსებობდა კალენდარი ცოლკინი, რომელშიც თვლა რიტუალური 260 დღიანი პერიოდებით ხდებოდა. მასში დღეების ორი პარალელური ნუმერაცია იყო: რიცხვითი (1 დან 13-მდე) და მზიური ბეჭდებით ( 20 განსაკუთრებული სიმბოლო).
ცოლკინისა და ხააბის კომბინაცია 18980 დღიან კალენდარულ წრეს იძლევა, ან 52 წელს (365 დღით – ნაკიანი დღე მაის კალენდარში არ იყო) – ეს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ფარგლებში ჩასატარებელი გამოთვლებისთვის სრულიად საკმარისია.
დროის უფრო დიდი შუალადებისთვის იყენებდნენ მესამე კალენდარს – ე.წ. დიდი თვლის კალენდარს. ცოლკინისა და ხააბისგან განსხვავებით ის იყო წრფივი: 20 დღე შეადგენდა უინალს, 18 უინალი – ტუნს, 20 ტუნი – კატუნს, 20 კატუნი – ბაქტუნს და ა.შ (რომ გავმხიარულდეთ, დავამატებ, რომ უფრო დიდ ინტერვალებს კიდევ უფრო მელოდიურიWink სახელები აქვთ, მაგალითად კინჩილბტუნი – 1 ტრილიონ 152 მილიარდი დღე). დიდი თვლის კალენდარში თარიღი ხუთი რიცხვის მიმდევრობას წარმოადგენს, რომელიც გვიჩვენებს ბაკტუნს, კატუნს ამ ბაქტუნში, ტუნს ამ კატუნში, უინალს ამ ტუნში და დღეს ამ უინალში.

მერე

 პირველი თარიღი დიდი თვლის კალენდარში, ჩვენის მიხედვით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3114 წლის 11 აგვისტოს შეესაბამება. მაიას მითების მიხედვით, ახლანდელი სამყარო არის ღმერთების მიერ შექმნილი მეოთხე, ხოლო პირველი ისეთი, რომელიც მათ ისე ძალიან მოეწონათ, რომ მასში კაცობრიობა მოათავსეს. წინა სამყარომ 13 ბაქტუნი იარსება(დაახლოებით 5125 წელი). ახლანდელის 13 ბაქტუნი სრულდება… დიახ-დიახ, 2012 წლის 21 დეკემბერს.

ესხატოლოგიის სიახლენი

 ესხატოლოგია(ბერძნ.) არის რელიგუირი შეხედულებები სამყაროს დასასრულის, ცოდვების მონანიებისა თუ იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ. ასევე ღვთისმეტყველების დარგი, რომელიც ზემოთ თქმულს გარკვეული რელიგიური დოქტრინის ჩარჩოებში შეისწავლის.

 ავტორიტეტულ შემეცნებით ჟურნალ Science-ეს 2012 წლის 11 მარტის გამოშვებაში გამოყვექნდა ამერიკელი მეცნიერების სტატია, უილიამ სატურნოს ხელმძღვანელობით ბოსტონის უნივერსიტეტიდან, სათაურით ”მაიას ძველი ასტრონომული ცხრილები შულტუნიდან, გვატემალა”.
 შულტუნი (ან ქსულტუნი) – კარგად ცნობილი, თუმცა ჯერ კიდევ კარგად გამოუკვლეველი მაიას ცივილიზაციის ქალაქი (III-X საუკუნეები). იქ აღმოჩენილია ტრადიციული საფეხურებიანი პირამიდა სამლოცველოთი, ბურთის სათამაშო ორი მინდორი, სასახლე და ბევრი სხვა ნაგებობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 1200 წლის წინათ ეს იყო დიდი და აყვავებული ქალაქი, რომელშიც ათეულობით ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

 სატურნოს ჯგუფის მიერ შულტუნში გაკეთებული აღმოჩენა პატარა (დაახლოებით 2х2 მ. და 3 მ. სიმაღლის) ოთახია, თაღებიანი ჭერითა და კედლებით, დაფარული კარგად შემონახული წარწერებით. მათი სიუჟეტი ნაცნობია: ტახტზე მეფე ზის, მის წინ მუხლმოყრილი ადამიანია(ესენი მოწითალო ფერებით არიან გამოსახულნი), შემდეგ – იატაკზე მჯდომი კიდევ სამი ადამიანი(შავი ფერით), მათი სახეები მეფისკენაა მიქცეული.
ოთახი კომლექსის ფარგლებში მდებარეობს, მასში აშკარად მწერლები მუშაობდნენ. ორი კედელი ასტრონომიასა და კალენდართან დაკავშიერბული მათემატიკური წარწერებითაა დაფარული, მთვარის დაბნელებების დროის გამოთვლებითა თუ მარსისა და ვენერას მოძრაობის ციკლებით.

 მთლიანობაში, როგორც უილიამ სატურნო გვიხსნის, კალენდარული გამოთვლების მეთოდიკა, წარმოდგენილი შულტუნის ცხრილებში, შეესაბამება იმას, რომელიც ჩვენთვის დრეზდენის კოდექსის სახელითაა ცნიბილი – მაიას უძველესი წიგნი, რომლის საფუძველზეც ერნსტ ვილჰელმ ფერსტემანმა 1880-1900 წლებში მაის კალენდრის გაშიფვრა შეძლო.

დრეზდენის კოდექსის ფრაგმენტი.

 დრეზდენის კოდექსი(ხის ქერქზე დაწერილი წიგნი) XIII საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, შულტუნის ცხრილები კი IX საუკუნის დასაწყისით. ეს მაიას კალენდრის უძველესი ნიმუშია. სწორედ ამაშია სატურნოს ჯგუფის აღმოჩენის შემეცნებითი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მეცნიერული სიახლე, რომელშიც სიტყვები ”მაიას კალენდარი” ფიგურირებს, 2012 წელს ფართო საზოგადოების მაღალი ინტერესით სარგებლობს. ეს გასაგებიცაა, არასპეციალიზირებული პრესა სატურნოს პირველ რიგში სამყაროს დასასრულზე ეკითხება. სატურნოს თქმით, შულტუნის ცხრილებში გამოთვლები მეჩვიდმეტე ბაქტუნამდეც კი მიდის, ანუ კლასიკური პერიოდის მაიას ვარსკვლავთმრიცხველნი, როგორც ჩანს, მეცამეტე ბაქტუნზე სამყაროს არსებობის შეწყვეტას არ ელოდნენ.
 აღსანიშნავია, რომ ეს სულაც არ არის სიახლე. მაის უკვე კარგად შესწავლილ წარწერებიან ტაძარში (პალენკეს პირამიდა, მექსიკა) 80 კალენდარული წრეა წარმოდგენილი (52 წლიანი), გრიგორინული კალენდარის მიხედვით ის 603 წლის 24 მარტიდან იწყება. ანუ წარწერათა ავტორები ვარაუდობდნენ, რომ სამყარო მინიმუმ 4772 წლის 21 დეკემბრამდე იარსებებს. ეს ყველაზე ცნობილი, თუმცა არა ერთად-ერთი მაგალითია იმისა, რომ მაიას ტომელები ჩვენი სამყაროს არსებობას 13 ბაქტუნით არ შემოფარგლავდნენ.

 ასეა თუ ისე, ხომ შეიძლება ისინიც ცდებოდნენ. სამყაროს დასასრული მაინც შეიძლება მოხდეს. იქნებ, ის უკვე მოხდა კიდეც, მაგრამ ჩვენ ვერ შევამჩნიეთ, რადგან არ ვიცით რას უნდა ველოდეთ Wink *დასასრულის დასაწყისი ან რატომ არ იქნება სამყაროს დასასრული?მოხდება თუ არა კატასტროფა 2012 წელს?2012 წელს მზე დედამიწას არ გაანადგურებს.).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.