დამოკიდებულება პერიოდი-ნათობა

 ვარსკვლავთა უმრავლესობა, მათ შორის მზეც, ჩვენთვის ხილული სინათლისა და სხვა სახის გამოსხივებებით ანათებს, ინტენსიურობის მეტნაკლები მუდმივობით. თუმცა, არსებობს ვარსკვლავთა რამდენიმე კლასი, რომელთაც ცვალებადი ვარსკვლავები უწოდეს, რადგან მათი ელვარება ზედაპირიდან ამომავალი გამოსხივების ინტენსიურობის რყევის გამო პერიოდულად იცვლება. შედეგად, დაიმზირება ვარსკვლავის თვისებათა ციკლური ცვლა, რასაც ნათობას უწოდებენ – ვარსკვლავის ზედაპირიდან ამომავალი სხივური ენერგიის ჯამი. ასტროფიზიკის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი ცეფეიდების კლასის ცვალებადმა ვარსკვლავებმა შეიტანეს, რომლებმაც სახელი ცეფევსის თანავარსკვლავედში აღმოჩენილი პირველი ცეფეიდის – ცეფევსის δ (დელტა), მიხედვით მიიღეს.

 ცეფეიდის ელვარების ცვლილების დინმიკაზე თვალის მიდევნებით დგინდება, რომ მაქსიმალურ და მინიმალურ ნათობას შორის არსებული სხვაობის მიუხედავად, მისი გაძლიერება მინიმუმიდან პიკამდე გაცილებით სწრაფად ხდება, ვიდრე შემცირება. ზოგიერთ ცეფეიდებში ასეთი რყევები ნათობაში რეგულარული პერიოდულობით, რამდენიმე დღიდან, რამდენიმე თვემდე გრძელდება. ამ დროს, ნათობის ციკლის ცვლილების პერიოდი (მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის დრო) და ნათობის ვარდნა (მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის სხვაობა) მუდმივი რჩება.

 ამ თვისების გამო, ცეფეიდები, ასტრონომთათვის გადაიქცა პირველ ეტალონურ სანთლებად  – ობიექტები, რომელთა ნათობა ზუსტადაა ცნობილი. 100 ვატის სიმძლავრის ნათურა, მაგალითად, საუკეთესო ეტალონური სანთელია დედამიწის პირობებში. სივრცეში ეტალონური სანთლის აღმოჩენის მერე, დგინდება მისი დამზერადი გამოსხივების ინტენსიურობა, ამ მონაცემის უკვე ცნობილ, სტანდარტულ მონაცემთან შედარებით კი გამოსხივების წყარომდე გეომეტრიული მანძილი. სწორედ სტანდარტული სანთლები აძლევს ასტრონომებს საშუალებას ვარსკვლავურ რუკებზე დაიტანონ მესამე განზომილება – დაშორება – ობიექტების დამზერად ორ ციურ კორდინატთან ერთად.

 XX საიკუნის დასაწყისში, ასტრონომი ჰენრიეტა ლივითი, ცეფეიდებით დაინტერესდა და მათი სერიოზული კვლევა დაიწყო. 1912 წლისთვის, მან მონაცემთა საკმაოდ დიდი რაოდენობა დააგროვა, რითაც დაადგინა კანონზომიერება: რაც უფრო ელვარეა ცეფეიდის ცვალებადი მაჩვენებელი, მით მეტ ხანს გრძელდება მისი ციკლი. მალე, ედვინ ჰაბლმა ეს შედეგები კიდევ უფრო დახვეწა, ცეფეიდის პერიოდი დაუკავშირა არა დამზერად ელვარებას, არამედ ნათობას – ვარსკვლავის მიერ კოსმოსურ სივრცეში გამოსხივებულ ენერგიათა ჯამს. ასე იქნა აღმოჩენილი დამოკიდებულება ”პერიოდი-ნათობა”. ჰაბლმავე გამოიყენა ეს აღმოჩენა პრაქტიკაზე და ანდრომედას გალაქტიკაში არსებლ ცეფეიდებზე დაკვირვებით ამ გალაქტიკამდე მანძილი გაზომა (აქამდე, ის, ჩვენს გალაქტიკაში მდებარე ნისლეული ეგონათ). ამას მოჰყვა ახალი გალქტიკების მთელი რიგის  აღმოჩენა და ჰაბლის კანონი, რომლითაც დადგინდა, რომ გალაქტიკები ერთმანეთს გაურბიან, ანუ სამყარო ფართოვდება (სამყაროს ბედი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.