“VAR”

 წინა საუკუნის ოციან წლებში, იკვლევდა რა მაუნთ ვილსონის ტელესკოპით გადაღებულ ფოტოფირფიტებს , ედვინ ჰაბლმა ანდრომედას ნისლეულამდე მანძილი გაზომა. ამით მან ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ არსებობენ სხვა გალაქტიკებიც, ჩვენი გალაქტიკის ფარგლებს გარეთ. მონიშვნები, რომლებსაც ის ფირფიტებზე აკეთებდა, შეგიძლიათ ნახოთ ფოტოს ჩანართში, მარჯვენა დაბალ კუთხეში. შედარებისთვის მარჯვენა ზედა კუთხეში ნაჩვენებია ჰაბლის სახელობის ორბიტალური ტელესკოპით 90 წლის მერე გადაღებული თანამედროვე ფოტო. ფოტოფირფიტებზე ჰაბლი ახალ ვარსკვლავებს ეძებდა, რომლებმაც ელვარების მოულოდნელი ზრდა განიცადეს.

 მან რამდენიმე ასეთი ვარსკვლავი იპოვა და ”N”-ით აღნიშნა. მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ვარსკვლავი, მარჯვენა ზედა კუთხეში(აღნიშნულია ხაზებით) არ არის ე.წ. ახალი, ის ცეფეიდების ტიპის ცვლადი სიკაშკაშის ვარსკვლავია. მაშინ ჰაბლმა ”N”-ი გადახაზა და ”VAR” დააწერა. ცეფეიდებით ანდრომედამდე მანძილის დადგენას, ჰაბლი,  ჰენრიეტა ლივითს(ჰარვარდიდან) უნდა უმადლოდეს. ეს ვარსკვლავები გამოიყენება როგორც სტანდარტული ”სანთელები”(ისინი ელვარებას მუდმივი პერიოდულობით იცვლიან) მანძილების გასაგებად. ცეფეიდის საშუალებით ჰაბლმა აჩვენა, რომ ანდრომედა არა ჩვენი გალაქტიკის შემადგენელი ვარსკვლავთგროვაა, არამედ დამოუკიდებელი, ირმის ნახტომს გარეთ მდებარე გალაქტიკა. ჰაბლის აღმოჩენა გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ, კოსმოსს განვიხილავთ როგორც გალაქტიკებით შევსებულ სამყაროს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.