ცეფეიდები – ასტრონომების კოსმოსური შუქურები

 მეზღვაურები ორიენტირებისთვის საზღვაო შუქურებს იყენებენ, ასტრონომები კი კოსმოსურ შუქურებს. კოსმოსში ასეთი შუქურების სახით გვევლინება პულსირებადი ცვლებადი ვარსკვლავები – ცეფეიდები. მათი პროტოტიპია ცეფევსის თანავარსკვლავედის დელტა (δ Cephei; დამოკიდებულება პერიოდი-ნათობა; პირველ ფოტოზე – ახლოს მდებარე ცეფეიდი – გემის კიჩოს RS).

 ეს არის ვარსკვლავების განსაკუთრებული კლასი, ნათობის ცვლილების ზუსტი პერიოდულობით. ყველაზე ცნობილი კოსმოსური შუქურა პოლარული ვარსკვლავია, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსის მიმართულებით მდებარეობს (ღამის ცაზე მოციმციმე კინოსურა).

 პოლარული ვარსკვლავი ჯერადი სისტემაა, ის ორი ვარსკვლავისგან შედგება და პატარა დათვის თანავარსკვლავედში მდებარეობს.
ანდრომედას გალაქტიკაში მდებარე ვარსკვლავ V1-ის ელვარების ცვლილება.

 ცეფეიდები ძალიან კაშკაშა ყვითელი გიგანტები ან ზეგიგანტებია, რომელთა ელვარება ასჯერ აჭარბებს მზისას. ელვარების ცვლილება ერთიდან ორასი დღის განმავლობაში ხდება. ამ შუქურების ცვლად სიკაშკაშეზე ორიენტირებით, ასტრონომები შორეულ ობიექტებამდე ადგენენ მანძილებს. პულსაციის პერიოდსა და ნათობას შორის დამოკიდებულების ცოდნით, ასტრონომები ამ ვარსკვლავებს ე.წ. სტანდარტულ სანთლებად იყენებენ, ობიექტებამდე მანძილების დასადგენად — 100 ს.წ-დან, 65-მდე მლნ.ს.წ. ფარგლებში, რომლებისთვისაც პარალაქსის მეთოდი არ გამოდგება (მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე). დროთა განმავლობაში, ცეფეიდები მასას კარგავენ (ეს დამოკიდებულებაც უმნიშვნელოვანესია), რის გამოც, უკვე ცნობილი მანძილების გადამოწმება ხდება საჭირო. პულსაციის ციკლში ცეფეიდი ხან დიდი და ცივი ხდება, ხან პატარა და გავარვარებული. ტემპერატურა მაქსიმალურია, როცა ვარსკვლავი მინიმუმამდეა შეკუმშული და პირიქით (ჰაბლის კანონი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.