ახლოს მდებარე ცეფეიდი – გემის კიჩოს RS

 გემის კიჩოს(თანავარსკვლავედი) RS-ის მასა ათჯერ, ხოლო  ნათობა – 15 ათასჯერ აჭარბებს მზისას. ის ე.წ. ამრეკლი ნისლეულით არის შემოფარგლული. გემის კიჩოს RS – ცვალებადი ვარსკვლავია. ასეთი ტიპის ვარსკვლავებს ცეფეიდებს უწოდებენ, მათი ნათობა ახლო გალაქტიკებამდე მანძილის გამოსათვლელად გამოიყენება(დამოკიდებულება პერიოდი-ნათობა), როგორც ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კოსმოსური მანძილების სკალის შესადგენად. ეს ვარსკვლავი 40 დღიანი პერიოდით პულსირებს, ხოლო მისი ელვარების ერთგვაროვან ცლილებათა კვალი, გარკვეული დაყოვნებით, სინათლის ექოს სახით შეიძლება დავინახოთ მის შემომფარგლავ ნისლეულში. დაყოვნებისა და ნისლეულის კუთხური ზომის ცოდნით, ასტრონომებმა გემის კიჩოს RS-მდე ზუსტი მანძილი გამოითვალეს – 6500 სინათლის წელი, ±90 ს.წ. მანძილის დადგენა სინათლის ექოს საშუალებით, ვარსკვლავების შემსწავლეწლი ასტრონომიის შთამბეჭდავი მიღწევაა, ამით ვარსკვლავის ზუსტი ნათობაც დგინდება, ხოლო ანალოგიით – სხვა ცეფეიდების ნათობაც. ცეფეიდებზე დაკვირვებით სხვა გალაქტიკებამდე მანძილი ზუსტდება(მიკროკვაზარის ექო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.