მიკროკვაზარის ექო

 ნასას მეცნიერებმა, რენტგენის დიაპაზონში მომუშავე კოსმოსური ობსერვატორიის – „ჩანდრა“, საშუალებით, მიკროკვაზარის მძლავრი ანთების რენტგენული ექო გადაიღეს.

 Circinus(ფარგალი) X-1 ორმაგი ვარსკვლავური სისტემაა, მზეზე რამდენიმეჯერ დიდი ვარსკვლავითა და მასთან გრავიტაციულად დაკავშირებული ნეიტრონული ვარსკვლავით. ჩვეულებრივი ვარსკვლავის მატერია, ნეიტრონულის მიმართულებით გადაედინაბა(აკრეცია), რაც რელატივისტური, ანუ ლამის სინათლის სიჩქარით მოძრავი ჭავლების(ჯეტი) გაჩენას იწვევს.

 გამოსახულებაზე წარმოდგენილი ანთება, რენტგენის მძლავრი გამოსხივების მიზეზი იყო. რგოლების ნაკრები, რომლებიც წითლად, მწვანედ და ცისფრადაა გამოსახული, რენტგენის გამოსხივების დაბალ, შუალედურსა და მაღალ ენერგიებს შეესაბამება.

A system with a neutron star in orbit with a massive star about 30,700 light years from Earth.

 რენტგენის რგოლური ექო მაშინ ჩნდება, როცა ეს გამოსხივება დედამიწასა და წყაროს შორის არსებულ გაზურ-მტვროვან ღრუბლებზე აირეკლება. ამ გამოსახულების დახმარებით, Circinus X-1-მდე მანძილის დადგენა მოხერხდა, რომელიც 30700 სინათლის წელს უტოლდება.

 გარდა ამისა, ასტრონომებმა შეძლეს გაეზომათ სიჩქარე, რომლითაც მიკროკვაზარიდან ამოტყორცნილი ჭავლების შემადგენელი ნაწილაკები მოძრაობენ – სინათლის სიჩქარის 99,9%. როგორც წესი, პლაზმური ნაკადის ასეთი მაღალი სიჩქარე, შავი ხვრელების მიერ გაჩენილი ჯეტებისთვის არის დამახასიათებელი(უცნაური რადიოექო; საურონის რენტგენული ექო; კვაზარი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.