უცნაური რადიოექო

 მსოფლიო ექო(LDE, ინგლ. Long delayed echo) – რადიოდიაპაზონის ექოს განსაკუთრებული სახე, რომელიც გადაცემის მერე უკან 1-დან 40 და მეტი წამის განმავლობაში ბრუნდება და ზოგჯრ მოკლე ტალღიან დიაპაზონშიც დაიმზირება. ეს მოვლენა პირველად 1927 წელს სკანდინავიელმა რადიოინჟინერმა იორგენ ჰალსმა დააფიქსირა, ის ერთი წლის განმავლობაშ მალავდა ამ ძნელად ასახსნელი ეფექტის არსებობას.
შემდგომ LDE ბევრმა რადიოინჟინერმა და რადიომოყვარულმა გამოიკვლია, მათ შორის მოქმედმა მეცნიერებმაც. ჩატარდა მრავალრიცხოვანი რადიოექსპედიციები, რომლებმაც ამ მოვლენის არსებობა დოკუმენტურად დააფიქსირეს.

 ყველაზე უფრო პოპულარული თეორია ამტკიცებს, რომ სიგნალი იონოსფეროს ორ ფენას შორის მრავალჯერადი არეკვლის მერე ბრუნდება უკან. არსებობს ასევე აზრი, რომ ექოს მიღებაში არსებული დიდი დაყოვნება მთვარესა და დედამიწაზე მრავალჯერადი არეკვლით ჩნდება.

 ალტერნატიული ჰიპოთეზა, წარმოდგენილი დუნკან ლუნენის მიერ 1920 წელს, ამტკიცებს, რომ ექოს უცხოპლანეტური ზონდი აჩენს, რომელიც კონტაქტზე გამოსვლას ასეთნაირად ცდილობს. ამ თეორიის სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ ექოს სომძლავრე არც დიდი და არც პატარა დაყოვნებების დროს არ იცვლება. ითვლება, რომ არამიწიერი ზონდი(თუ ის არსებობს ან იყო) ე.წ. ლაგრანჟისეულ წერტილში უნდა მდებარეობდეს, მთვარესა და დედამიწას შორის, სადაც მათი მიზიდულობის ძალები გაწონასწორებულია. თეორიულად, ამ წერტილში ზონდს განუსაზრვრელი დროით შეუძლია ყოფნა. სულ ლაგრანჟისეული ხუთი წერტილი შეიძლება იყოს: L1, L2, L3, L4, L5. ოპტიკური და რადარული დამზერის საშუალებათა გამოყენებით არცერთ ამ წერტილებში ვერანაირი ზონდი ვერ იქნა აღმოჩენილი.

 LDE-ს უცხოპლანეტელების მიერ კონტაქტის საშუალებად გამოყენებას ბევრი სკეპტიკურად უყურებს, რადგან კონტაქტის დამყარება უფრო ადვილადაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ვიდრე დედამიწიდან გამოსხივებული რადიოსიგნალების დაჭერა და უკან გამოგზავნა. არსებობს თეორია რადიოტალღების პლაზმურ ღრუბელზე არეკვლის შესახებაც, რომელიც კოსმოსში დედამიწიდან გარკვეულ მანძილზე მდებარეობს.

 LDE-ს კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ისაა, რომ უკან დაბრუნებისას რადიოსიგნალი ფაქტიურად სპექტრულ დამახინჯებებს არ განიცდის(რაც შეუძლებელი იქნებოდა პლაზმური ღრუბლიდან არეკვლის შემთხვევაში). LDE-ს ეს თვისება ამ ფენომენის წარმომავლობას ღიად ტოვებს(wikipedia).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.