„ვარსკვლავძვრა“

 ორბიტულმა ტელესკოპმა – „კეპლერი“, შეაგროვა მონაცემები „ვარსკვლავძვრებზე“ (მიწისძვრა), ხუთასამდე მზისმაგვარი ვარსკვლავიდან. ამის შესახებ იუწყება ჟურნალი Sciense და პორტალი Space.com.-ი. „ვარსკვლავძვრა“ გამოწვეულია ბგერის სიხშირის რხევებით, რომლებიც ვარსკვლავების სიღრმეებში ვრცელდება. მათი დაფიქსირება შესაძლებელია ვარსკვლავის ელვარების ცვლილებით. ასეთი მონაცემების ანალიზით მეცნიერებს შეუძლიათ მნათობის მასის, ზომისა და ასაკის დაზუსტება (მექანიკური რხევები განსხვავებულად ვრცელდება დიდ და პატარა ვარსკვლავებში, ასაკთან ერთად კი მათი ქიმიური შემადგენელიც იცვლება, რაც ასევე მოქმედებს ბგერების გავრცელების მახასიათებელზე). მეცნიერებას, რომელიც  „ვარსკვლავძვრებს“ იკვლევს ასტროსეისმოლოგია ეწოდება.

 „კეპლერის“ სრულყოფილ ოპტიკას ვარსკვლავის უმცირესი ციმციმის დაფიქსირება შეუძლია. გარდა ამისა, ტელესკოპი უამრავი რაოდენობის ვარსკვლავებს აკვირდება ერთბაშად, რაც დიდი მოცულობის მონაცემების მიღების საშუალებას იძლევა. შეგროვილი ინფორმაციის წინასწარმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ვარსკვლავთა უმეტესობის ზომები არსებული თეორიებით გამოთვლილს შეესაბამება, ხოლო მასები კი გამოთვლილზე ოდნავ მცირეა.

 „კეპლერის“ (2009) უმთავრესი ამოცანა ეგზოპლანეტების აღმოჩენა იყო – ვარსკვლავის ელვარების ცვლილებაზე დაკვირვებით (რა თქმა უნდა, ასეთ ცვლილებებს უფრო შესამჩნევი და დიდი პერიოდები აქვს, ვიდრე ბგერებისგან გამოწვეულ ცვლილებებს), ელვარება იცვლება, როცა ვარსკვლავსა და ტელესკოპს შორის ამ ვარსკვლავის სისტემაში მდებარე პალანეტა მოექცევა ხოლმე (ტრანზიტული მეთოდი)). „კეპლერმა“ ასეთი მეთოდის საშუალებით მეცნიერებისთვის ცნობილი ეგზოპლანეტების რიცხვი რამდენიმე ატასამდე გაზარდა (თუმცა, ეს მონაცემი დამატებით კვლევებს მოითხოვს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.