შესაძლებელია, რომ მომაკვდავ ვარსკვლავებთან (ანუ ევოლუციის ფინალურ სტადიზე), თეორიულად, განვითარებული არამიწიერი ცივლიზაციით დასახლებული ეგზოპლანეტები (1) იყოს. ასე ფიქრობენ მსოფლიოში ყველაზე უფრო მსხვილი ასტროფიზიკური ორგანიზაციის – ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის მეცნიერები (CFA).
თუ თეორია მართებული აღმოჩნდება და ასეთი სიცოცხლე მართლაც არსებობს, ჩვენ მის აღმოჩენას უახლოესი ათწლეულების მანძილზე შევძლებდით. ეს დასკვნა, ახალი თეორიული კვლევების შედეგად გაჩნდა, რომლის მსვლელობისას დედამიწისმაგვარი პლანეტები იქნა შესწვლილი, რომლებიც თეთრი ჯუჯების გარშემო ბრუნავს.
ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ პლანეტის ატმოსფეროში, რომელიც თეთრი ჯუჯას გარშემო ბრუნავს, ჟანგბადის აღმოჩენის შანსები მაღალია, ვიდრე მზისმაგვარ ვარსკვლავთან მდებარე დედამიწისმაგვარ ეგზოპლანეტაზე.
”ბიოლოგიური სიცოცხლის კვალის ძებნისას, ვარსკვლავები, რომლებიც ჩვენ უნდა შევისწავლოთ, სწორედ რომ თეთრი ჯუჯები უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, დასახლებული ეგზოსამყაროების აღმოჩენის მეტი შანსები გვექნება” – ამბობს ავი ლიობი, ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის თეორეტიკოსი, ბერკლის კვლევითი ცენტრის დირექტორი.
მზისმაგავრი ვარსკვლავის კვდომისას, ის, გარემო სივრცეში ნივთიერებათა დიდ რაოდენობას აფრქვევს, გარე ფენებს იშორებს და თეთრ ჯუჯად იქცევა. ამ ნივთიერებათა შორის სიცოცხლის ჩასახვისათვის საჭირო ელემენტებიც არის. ტიპიური თეთრი ჯუჯა ნელა ცივდება და კიდევ უფრო ნელა ქრება, თუმცა მაღალ ტემპერატურას ძალიან დიდი ხნით ინარჩუნებს და მასთან მდებარე პლანეტებს მილიარდობით წლების განმავლობაში კომფორტულ ტემპერატურამდე (სასიცოცხლო ზონა) ათბობს.