ექსტრემალური ტემპერატურა

 ყველამ იცის, რომ კოსმოსში ძალიან ცივა – თუმცა არა ყველგან.

ყველაზე ცივები

 ტემპერატურის ცნებას მაშინ აქვს აზრი, როცა ლაპარაკია რაიმე ნივთიერებაზე, კოსმოსი კი პრაქტიკულად ცარიელი სივრცეა(ვარსკვლავები, გალაქტიკები და მტვერი მის უმნიშვნელო ნაწილს იკავებს). ამიტომ, როცა ასტრონომები ამბობენ, რომ კოსმოსური სივრცის ტემპერატურა 3 კელვინია(-270,15 გრადუსი), იგულისხმება ე.წ. ფონური, მიკროტალღური(ან რელიქტური) გამოსხივების საშუალო ტემპერატურა. ის დიდი აფეთქებიდან დაახლოებით სამასი ათასი წლის მერე გამოსხივდა და დღესაც არსებობს, თუმცა ამჯერად მისი ენერგია ლამის ნულამდეა დაცემული.

 ნისლეულ ბუმერანგის შემადგენელი გაზის ტემპერატურა რელიქტურისაზე დაბალია. ნისლეული მაღალი სიჩქარით ფართოვდება(164 კმ/წმ), რაც მის სწრაფ გაცივებას იწვევს. ეს არის ერთადერთი ასტრონომთათვის ცნობილი ობიექტი, რომელის ტემპრეტაურა ფონური გამოსხივების ტემპერატურაზე დაბალია.

 რეკორდსმენები მზის სისტემაშიც მოიძებნებიან. 2009 წელს მთვარის ორბიტაზე მყოფმა თანამგზავრმა (LRO) მზის სისტემის ყველაზე ცივი წერტილი აღმოაჩინა, სულ ახლოს დედამიწასთან, მთვარის ერთ-ერთ მუდმივად ჩრდილში მყოფ კრატერში 33 კელვინი(-240 ცელსიუსით). დედამიწაზე ყველაზე დაბალი ტემპერატურა -93,2°С, ანტარქტიდაზე დაფიქსირდა(ანტარქტიკული ყინვა: აბსოლუტური რეკორდი).

 თუ კოსმოსურ ობიექტებში ადამიანის მიერ შექმნილ აპარატებსაც შევიყვანთ, მაშინ გაყინული ექსტრემალების სიაში კოსმოსური ობსერვატორია ”პლანკის” დეტექტორებიც შევლენ. თხევადი ჰელიუმის საშუალებით დეტექტორების გაცივება 0,1(!!!) კელვინამდე ხდება(-273,05 ცელსიუსით). აპარატი რელიქტურ გამოსხივებას იკვლევს და თუ დეტექტორების ტემპერატურა გამოსხივებისაზე მეტი იქნება, მაშინ აპარატი უბრალოდ ვერ დააფიქსირებს მას.

ყველაზე ცხელები

 სითბური რეკორდები გაცილებით შთამბეჭდავია – თუ მინუსისკენ წავალთ, სკალაზე -273,15 გრადუსს ვერ გავშორდებით(აბსოლუტური ნოლი). სკალის სითბური მხარე კი შეუდარებლად შორს მიდის. ჩვენი მზე, ერთ-ერთი რიგითი ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავია, მისი ზედაპირის ტემპერატურა 6000 გრადუსს უტოლდება.

 ცისფერი ზეგიგანტები – ახალგაზრდა, ექსტრემალურად ცხელი ვარსკვლავები არიან, მათი ზედაპირების სშუალო ტემპერატურა 30 დან 50 ათასი კელვინის ფარგლებში მერყეობს. ზეგიგანტები, თავის მხრივ, თეთრ ჯუჯებზე ცივები არიან. თეთრ ჯუჯებად იქცევიან მნათობები, რომლებსაც ზეახლად ანთებისთვის მასა არ ეყოთ, მათი ტემპერატურა 200 ათას გრადუსს აღწევს. ზეგიგანტების კლასის ვარსკვლავების წიაღი, რომლებიც მზეზე 70-ჯერ მეტს იწონიან, მილიარდობით კელვინ ტემპერატურამდე არის გავარვარებული. თეორიული ზღვარი ვარსკვლავებისთვის 6 მილიარდი კელვინია.

 მიუხედავად ამისა, არც ეს ციფრია რეკორდული. ზეახლები, ვარსკვლავები, რომლებიც ევოლუციას აფეთქებით ასრულებენ, აფეთქებამდე, შეკუმშვის დროს, მათი წიაღი მცირე ხნით მეტ ტემპერატურამდე ცხელდება. 1987 წელს ასტრონომებმა დააფიქსირეს ზეახლის აფეთქება მაგელანის დიდ ნისლეულში, ეს არის ჩვენი გალაქტიკის თანამგზავრი ჯუჯა გალაქტიკა. ზეახლის მიერ გამოსხივებული ნეიტრინოების შესწავლის მერე გაირკვა, რომ მისი წიაღი მცირე ხნით 200 მილიარდ(!!!) გრადუსამდე გაცხელდა.

 იმავე ზეახლებს შეუძლიათ კიდევ უფრო ცხელი ობიექტების გაჩენა, ეს არის გამა ანთება. ითვლება, რომ გამა ანთება უკავშირდება ვარსკვლავის შავ ხვრელად გადაქცევას(ეს პროცესი ბოლომდე არ არის გამოკვლეული). ამ დროს მატერია ტრილიონობით კელვინამდე ცხელდება (ტრილიონი – 1012 ).

 არც ეს არის ზღვარი. 2010 წლის ბოლოს, დიდი ადრონული კოლაიდერის მილში შეჯახებული ტყვიის იონებისგან წარმოქმნილი კვარკ-გლიუონური პლაზმას ტემპერატურა რამდენიმე ტრილიონ გრადუსს აღწევდა. კოლაიდერზე ხდება პროცესების გამეორება, რომლებიც ხდებოდა დიდი აფეთქებიდან წამზე უფრო მცირე დროის მერე, ასე რომ ესეც შეიძლება ჩაითვალოს კოსმოსურ რეკორდად. რაც შეეხება თვითონ სამყაროს გაჩენას, არსებული თეორიების მიხედვით დიდი აფეთქების მომენტში მატერია გაცხელებული იყო მაჩვენებლამდე, რომელიც ერთიანითა და 32 ნულით შეიძლება გამოვსახოთ.

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.