მარტონი ვართ სამყაროში?

  მაიკლ მამმა(1), ნასას გოდარდის ასტრობიოლოგიური ცენტრის დირექტორი, ნასას გოდარდის ცენტრის კოსმოსური ფრენების შემსწავლელი ცენტრის მზის სისტემის შემსწავლელი განყოფილების თანამშრომელი.

 რას ამბობს თანამედროვე მეცნიერება? არიან სამყაროში სხვა მაცხოვრებლებიც?

 ჯერ გავიხსენოთ, რომ ჩვენი ევოლუციური განვითარების ხე სხვა ცოცხალ არსებებთან შეხების წერტილებით არის სავსე, რომლებმაც თავიანთი მემკვიდრეობითი ინფორმაციის ნაწილი გადმოგვცეს. ადამიანის დნმ-ი ფრაგმენტების დიდ რაოდენობას შეიცავს, მემკვიდრეობით გადმოცემულს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან. თეოირიულად შეიძლება დავუშვათ, რომ მათ შორის არამიწიერი ორგანიზმების გენომის ნაწილებიცაა. უფრო მეტიც, ასეთი ტრანსპორტირების შესაძლებლობა უკვე დამტკიცებულია(გალაქტიკა როგორც ბიოსფერო; სიცოცხლე აკვნიდან ამოფრინდა). ჩვენს კოლექციაში ოცდაათამდე მარსიდან დედამიწაზე მოხვედრილი მეტეორიტია. არ არის გამორიცხული, რომ წარსულში მარსელი მიკროორგანიზმები დედამიწაზე ამ გზით მოხვდენენ. ისინი არამარტო გადარჩნენ, არამედ თავიანთი გენური ინფორმაციაც დაგვიტოვეს.

 მკაცრი გამოცდა

ახლა უკვე ბაქტერია-ექსტრემოფილების ბევრი სახეობაა ცნობილი, რომლებიც მაღალ ტემპერატურასა და წნევაზე არ იხოცებიან, არ ესაჭიროებათ ჟანგბადი და არსებობენ გარემოში, რომელიც აქამდე სიცოცხლის არსებობისათვის აბსოლუტურად მიუღებლად ითვლებოდა. მაგალითად, ათიოდე წლის წინ სამხრეთ აფრიკაში, აღმოაჩინეს მიკროორანიზმები, რომლებიც ენერგიის წყაროდ მოლეკულურ წყალბადს იყენებენ. ამ ბაქტერიების კოლონიები მინიმუმ 200 მილიონი წელი დედამიწის ზედაპირთან სრულიად იზოლირებილნი იყვნენ. ამ აღმოჩენის ფონზე მეტეორიტით კოსმოსში მოგზაურობა ფანტასტიკად აღარ გამოიყურება(ცოცხალი ორგანიზმები ღია კოსმოსში).

 არამიწიერი გენეტიკური ინფორმაციის სესხების ალბათობა ძალიან მცირეა, თუმცა მაინც ნულზე მეტი. თუ ის ოდესმე დამტკიცდა, შესაძლებელი იქნება დავუშვათ, რომ გარკვეული თვალსაზრისით ადამიანი უცხო სიცოცხლესთან სიმბიოზში გაჩნდა, სიცოცხლისა, რომელიც მზის სისტემაში ან მის ფარგლებს გარეთაც კი ჩაისახა. მაშინ აღმოჩნდება, რომ არამიწიერი გამომგზავბნელების ინფორმაცია უკვე მიღებულია – ოღონდ გენეტიკურ დონეზე.

 სიგნალი კოსმოსიდან

 სხვა ცივილიზაციების არსებობის საუკეთესო მტკიცებულება კოსმოსიდან მიღებული სიგნალი იქნებოდა, რომლის გაშიფვრას შევძლებდით, ან მასში ხელოვნურად შექმნილი მოვლენების მიმდევრობას დავინახავდით და არა უბრალო ბუნებრივ პროცესებს. სიგნალი ვარსკვლავთშორისი მანძილებიდან იქნება გადმოცემული, რადგან დედამიწის ფარგლებს გარეთ, მზის სისტემაში, გონიერი არსებები არ არიან(არც მიკრობები ჯერჯერობით). ცივილიზაცია ჩვენიდან ძალიან შორს არ უნდა იყოს და ჩვენნაირ ტექნოლოგიურ განვიტარების დონეზე. მე არ მინდა დოგმატურად ვამტკიცო, რომ რაიმე ამდაგვარი შესაძლებელია. თუმცა, ჩვენი წარმოდგენებიდან გამომდინარე ბიოლოგიური და სოციალური ევოლუციის ტემპსა და სირთულეზე, მზის შიდა გალაქტიკური მიდამოების შესახებ ცოდნაზე, ერთი გონიერი ცივლიზაციის არსებობის ალბათობაც კი უკიდურესად მცირეა, ამიტომ არც არავის გაუკვირდება, რომ ჩვენ არანაირი სიგნალი არ მიგვიღია. მფრინავ თეფშებზე ლაპარაკიც არ მინდა, ვფიქრობ ეს ფანტასტიკისა და ცრურწმენის ნაყოფია, არა მეცნიერების(WOW და სხვა სიგნალები…; რადიოასტრონომია).

 სხვა ვარსკვლავები

 ბუნებრივია, ვარსკვლავთშორისი კონტაქტები არამიწიერი ცივილიზაციების არსებობის დემონსტრაციის ერთად ერთი საშუალება არ არის. როგორც არ უნდა იყოს შეფასებული უცხო ცივილიზაციების გაჩენის ალბათობა კოსმოსის სიღრმეებში, უეჭველია, რომ პრიმიტიული ფორმების გაჩენის შანსი გაცილებით მაღალი შეიძლება აღმოჩნდეს. უფრო მეტიც, შემდგომი კოსმოსური ექსპედიციები ერთმნიშვნელოვნად გვიპასუხებენ, არის, ან თუ იყო სიცოცხლე მარსზე. ეს პლანეტა გიგანტების, იუპიტერისა და სატურნის მთვარეებსაც ეხებათ, თუმცა ეს უფრო შორეული მომავლის საქმეა. სულ სხვა საქმეა ეკზოპლანეტები, ჩვენ იქ რობოტიზირებული მისიების გაგზავნასაც კი არ ვგეგმავთ, რადგან არ გაგვაჩნია შესაბამისი ტექნოლოგიები(2).

მიუხედავად ამისა საქმე არც თუ ისე უიმედოა. ეკზოპლანეტების ატმოსფეროების შესახებ ინფორმაციის შეგროვება უკვე დავიწყეთ(3), მალე ალბათ მათ ზედაპირებზეც გავიგებთ რამეს. არსებობენ ნიშნები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება დავასკვნათ, არის თუ არა ციური სხეული სიცოცხლის გაჩენისათვის თავსებადი. მაგალითად, 2 მილირდი წლის წინათ დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობა ბაქტერიული ფოტოსინთეზის ხარჯზე მკვეთრად გაიზარდა. თუ ჟანგბადის მაღალი შემცველობის ატმოსფეროიანი პლანეტა აღმოვაჩინეთ, მან სიცოცხლისასთვის თავსებადის სტატუსი შეიძლება მიიღოს. ეჭვები განმტკიცდება, თუ მის ჰაერის ბასეინში ნახშირორჟანგისა და მეთანის შესამჩნევი რაოდენობა დაფიქსირდება. სხვა ქიმიური მარკერებიც არსებობენ, რომლებიც ბიოლოგიური პროცესებისკენ მიუთითებენ. მათი ძებნა ეკზოპლანეტების კვლევის უმნიშვნელოვანესი ნაწილია(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).

კულტურული შოკი

ახლა დავუშვათ, რომ ჩვენ დამაჯერებელი არგუმენტების მოძებნა შევძელით, პრიმიტიული სიცოხლისა მარსზე ან მზის სისტემის გარეთ. საინტერესოა რა რეაქცია ექნებოდა ამაზე კაცობრიობას. აქ არსებობს განსხვავბული თვალსაზრისი, მე ვფიქრიბ, რომ ამას არანაირი კულტურული შოკი არ მოყვება, ზემოქმედება მინიმალური იქნება.

 ასეთი აღმოჩენა ბევრს არავის გააკვირვებს, რადგან უკვე მივეჩვიეთ ვიფიქროთ, რომ ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება. რაღაც ამდაგვარი უკვე მოხდა, როცა პირველი ეკზოპლანეტები აღმოაჩინეს. ეს ინფორმაცია დიდი ინეტრესით იქნა მიღებული და არა შოკურად, რადგან ამას დიდი ხანია ელოდნენ. ასეთნაირადვე ელოდება ფართო საზოგადოება არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენას.

 პირიქით თუ მოხდა, ანუ ათწლეულების მერე ასტრობიოლოგებმა ცოცხალი არსებებით დასახლებული ეკზოპლანეტა ვერ აღმოაჩინეს, საზოგადოება, ალბათ, ძლიერ იმედის გაცრუებას განიცდის. ასეთი დასასრული მართლაც კულტურულ შოკად შეიძლება იქცეს. კაცობრიობა თავის კოსმოსურ მარტოობას იგრძნობს და ვინ იცის, როგორი იქნება მისი რეაქცია. თუმცა, მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.