ნისლეული ლამანტინი

 მეცნიერებმა ნისლეულ W50-ს ლამანტინი შეარქვეს. ეს ნისლეული, რომელიც ფორმით გიგანტურ თევზს ჰგავს, დედამიწას 18 000 სინათლის წლითაა დაშორებული და არწივის თანავარსკვლავედში მდებარეობს.

 W50-ის შესწავლაში, რომელიც 10 000 წლის წინათ მომხდარი ზეახლის აფეთქების ნარჩენია, მეცნიერებს ორბიტალური ტელესკოპი WISE დაეხმარათ. ნისლეულმა თავისი ახალი სახელი 19 იანვარს მიიღო, წყლის ძუძუმწოვრების, ლამანტინების საპატივცემულოდ, რომლებიც დღევანდელი დღისთვის გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა. ეს უწყინარი ცხოველები კარიბის ზღვის სანაპიროებთან ბინადრობენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.