ისევ ”ჰაბლი”

 მეათიათასე ნაშრომი, დაწერილი ”ჰაბლით” მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გამოსაქვეყნებლად მზადაა. ამის შესახებ ტელესკოპის ოფიციალური საიტი იუწყება.  საიუბილეო სტატიად იქცა ასტრონომთა ნაშრომი, რომელიც გრძელ გამა-ანთბასთნ ასოცირებულ, დღეისათვის ცნობილ ყველაზე მკრთალ ზეახალს მიეძღვნა. ლაპარაკია SN 2010bh-ზე, რომელიც გამა-ანთება GRB 100316D-ს მოჰყვა. ის 2010 წლის 16 მარტს ორბიტალურმა ტელესკოპმა ”სვიფტმა” დააფიქსირა.
რეგისტრაციის მერე, ანთებაზე დაკვირვება ოპტიკურ და ინფრაწითელ დიაპაზონში ”ჰაბლის” საშუალებით მოხდა.
”ჰაბლი” ორბიტაზე 1990 წლის 24 აპრილს ”დისკავერით” გაიყვანეს. პირველი ფოტოების მიღების მერე გაირკვა, რომ აპარატის მთავარ სარკეს დეფექტი აქვს და გამოსახულების სიმკვეთრე არადამაკმაყოფილებელია. სიტუაციის გამოსასწორებლად ტელესკოპზე მაკორექტირებელი მოდული COSTAR-ი დააყენეს.
ორბიტაზე ”ჰაბლის” 20 წლიანი ყოფნის დროს მასთან ხუთი სარემონტო მისია გაიგზავნა, უკანასკნელი – 2009 წლის მაისში. NASA-ს მონაცემებით, გასული წლების განმავლობაში ტელესკოპმა 50 ტერაბაიტი კვლევითი მონაცემი შეაგროვა.
2011 წლის ივლისში მან მემილიონე დაკვირვება ჩაატარა(გამოიკვლია ეკზოპლანეტა HAT-P-7b, ის დედამიწიდან 1000 სინათლის წლის მანძილიზე მდებარეობს). მეცნიერთა თქმით, ”ჰაბლის” მიერ შეკრებილი არქივი ნამდვილ საგანძურს წარმოადგენს – კერძოდ, ნამუშევართა უმეტესობაში, რომლებიც იბეჭდება, სწორედ საარქივო მასალებია გამოყენებული და არა ახალი მონაცემები.



ასტრონავტები ტელესკოპზე COSTAR-ს ამონტაჟებენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.