პლაზმის ხე…

 გიგანტური პროტუბერანცი, რომელიც ხეს ჰგავს, მზის ფოტოსფეროს თავზე ათეულოლბით ათასი კილომეტრის ზომის „ტოტებს“ შლის.

 ასტროფოტოგრაფმა ალან ფრიდმანამა ეს გამოსახულება ალფა-წყალბადის ფილტრის გამოყენებით წინა კვირას მიიღო.

 მზის ფოტოების გადასაღები სპეციალური ტელესკოპის გამოყენებით, რომელზეც კამერა  Grasshopper CCD-ია დაყენებული, ალანმა მზე წარმოგვიდგინა ტალღის სიგრძეზე, რომლებსაც წყალბადის ატომი შთანთქავს. წყალბადი მზის ფოტოსფეროს, ქრომოსფეროსა და საერთოდ მთელს მნათობში ყველაზე უფრო გავრცელებული ნივთიერებაა, ამიტომ ხსენებულ დიაპაზონში გადაღებული ფოტო მზის ურთულეს სტრუქტურასა და ზედაპირის დინამიურ აქტიურობას დეტალებში წარმოგვიდგენს(ლაიმან-ალფა).

 ბნელი დისკო, რომელიც გამსოახულების მარცხენა მაღალ კუთხესთან ჩანს, წარმოგვიდგენს, თუ რამდენამ პატარაა ჩვენი პლანეტა ამ პლაზმურ ხესთან შედარებით. მზის აქტიურობის ზრდასთან ერთად, რომელიც მაქსიმუმს 2013 წელს მიაღწევს მსგავსი მოვლენები იშვიათობა არ იქნება..

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.