ტიტანის დიუნათა ორმაგი სახე

 რითი განსხვავდება ჩვენი პლანეტისა და ტიტანის დიუნები, რაშია მათი განსაკუთრებულობა?

 სატურნის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრის – ”კასინი”, რადარით მიღებული მონაცემების ახალი ანალიზით, ტიტანზე, დიუნების რეგიონალური ვარიაციები აღმოაჩინეს.

 ტიტანი, სატურნის უდიდესი თანამგზავრია, ზომით მეორე მზის სისტემის ბუნებრივ თანამგზავრებს შორის(პირველია იუპიტერისეული ჰანიმედი), ჰოლანდიელმა ასტრონომმა, ქრისტიან ჰიუიგენსმა 1665 წელს აღმოაჩინა.

 ტიტანის ზედაპირი ძირითადად, ყინულისა და დანალექი ორგანული ნივთიერებებისგან შედგება. გეოლოგიური თვალსაზრისით, ზედაპირი ახალგაზრდაა, ძირითადად სწორი, მთების მცირე სისტემის, კრატერებისა და რამდენიმე კრიოვულკანის გამოკლებით. ტიტანის შემომფარგლავი სქელი ატმოსფერო, დიდი ხნის განმავლობაში, 2005 წელს ზონდის – ”კასინი – ჰიუიგენსის”, მასზე დაშვებამდე, ზედაპირის დანახვის საშუალებას არ იძლეოდა.


დიუნები ტიტანზე(მარცხენა სვეტი) და დედამიწაზე.

 ტიტანის ქვიშის დიუნების ვარიაციების კვლევა, ნათელს ჰფენს მასზე მიმდინარე კლიმატურ და გეოლუგიურ ცვლილებებს. ვაკეებს ტიტანის 13% უკავია, საერთო ფართობით 10 მილიონი კვადრატული კილომეტრი. ეს თითქმის კანადის ფართობის ტოლია. ტიტანისეული დიუნები დედამიწისეულზე დიდია, ნამიბიისა და არაბეთის ყველა უდაბნოც რომ მივიღოთ მხედველობაში, ამიტომ მათი კვლევა უმნიშვნელოვანესია ტიტანის გამოცანათა ამოსახსნელად.

 აღსანიშნავია, რომ თვითონ ქვიშის სტრუქტურაც  სხვანაირია. ტიტანის ქვიშა სილიკატური წარმოშობის არაა, როგორც დედამიწაზე, არამედ ნახშირწყლებისგანაა შემდგარი, ორგანული ნაერთისგან, რომლებიც ატმოსფეროს ფორმირებაში იღებს მონაწილეობას. მეცნიერებისთვის ჯერჯერობით გაუგებარი პროცესით, ეს ნაერთები უწვრილს მარცვლებად იშლება და დედეამიწისეული დიუნების მაგვარ სტრუქტურებს ქმნის.

 დეტალური კვლევების მერე, ”კასინის” ინსტრუმენტების გამოყენებით, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მათზე მინიმუმ ორი ფაქტორი მოქმედებს: გეოგრაფიული განედი და სიმაღლე. დიუნათა უმრავლესობა დაბლობებზეა თავმოყრილი. ეკვატორული ნაწილიც შესამჩნევად მეტადაა დაფარული ამ წარმონაქმნებით, ვიდრე სხვა განედები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.