უძლიერესი მაგნიტური ქარიშხალი

 კვირას მზის ზედაპირიდან უზარმაზარი კორონალური მასების ამოფრქვევა მოხდა, რომელიც თანდათნობით აღწევს დედამიწამდე. მაქსიმალური ეფექტი მას 24-25 იანვარს ექნება. სწორედ ამ დღეებში მოვა გავარვარებული პლაზმური ღრუბელი პლანეტამდე და გარკვეული უსიამოვნებების პროვოცირებას მოახდენს, დაკავშირებულს ჩვენი ცივილიზაციისთვის დამახასიათბელ ფუფუნებასთან. ”თვითონ ამონაფრქვევი რაიმე განსაკუთრებული არაა, მაგრამ ამ მასების კოსმოსში კოლოსალური სიჩქარით გავრცელება – 6,4 მილიონი კმ/სთ – საკმაოდ შთამბეჭდავია. წარმოიდგინეთ, რომ ,ზის სიღრმეებიდან ამოფრქვეული პლაზმა, ელექტრონები და პროტონები, ასევე ჰელიუმი, ჟანგბადი და რკინა, დედამიწის მიმართულებით თავბრუდამხვევი სიჩქარით მოძრაობენ” – ამბობს დაკ ბისეკერი, ფიზიკოსი ამერიკის მეტეოპროგნოზირების ცენტრიდან.
 ჩვენი პლანეტის ბომბარდირებით, ეს დამუხტული ნაწილაკები დედამიწის მაგნიტურ ველთან შედიან კონტაქტში და მის მნიშვნელოვან შეშფოთებას ახდენენ, ამ დროს ხარვეზებით მუშაობს ან აერთოდ გამოდის მწყობრიდან რადიოტექნიკა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. შაკიკის შეტევები ეწყებათ მაგნიტური ქარების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებს(აქტიური მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.