არსებობს თუ არა ბოლო ხანს ჩამოვარდნილი ასტეროიდების შესახებ ინფორმცია და სურთები?(ირაკლი)

 2008 TC3– მეტეოროიდი, დიამეტრით 2 დან 5 მეტრამდე. დედამიწას 2008 წლის 7 ოქტომბერს შეეჯახა, გრინვიჩის დროით 02სთ. 46წთ-ზე.

ფოტოს ზედა ნაწილში წარმოდგენილია ნამსხვრევების დაცემის ადგილები, ქვემოთ კი ერთ-ერთი ნატეხი.

 დედამიწაზე მყოფმა დამკვირვებლებმა დაინახეს ბოლიდი. მეტეოროიდი, დედამიწის ტმოსფეროში შემოჭრისას, დაახლოებით 37 კმ. სიმაღლეზე, სუდანის(აფრიკა) ტერიტორიის თავზე(ნუბიის უდაბნო) დაიშალა, ნამსხვრევებმა კი დედამიწის ზედაპირამდე მოაღწიეს. 2008 TCჩამოვარდნამდე ერთი დღით ადრე ობსერვატორია მაუნთ-ლემონიდან (ტუსონი,არიზონა,ა.შ.შ.) ნახევარმეტრიანი დიამეტრის სარკის მქონე ტელესკოპით აღმოაჩინეს(„კატალინა“). ეს იყო დედამიწაზე ციური სხეულის ჩამოვარდნის წინასწარმეტყველების პირველი შემთხვევა. დაცემის დრო(15 წამიანი ფადახრით) და ადგილი მაღალი სიზუსტით იქნა გამოთვლილი.

  ატმოსფეროზე ინბფრაბგერული დაკვირვების ერთ-ერთმა სადგურმა(კენიაში,აფრიკა)) გრინვიჩით 05სთ. 10წთ-ზე დააფიქსირა აფეთქების ტალღა, რომელიც ალბათ მეტეოროიდის ვარდნით იყო გამოწვეული. აფეთქების სიმძლავრე შეფასებულია 1,1 დან 2,1 კილოტონამდე ტროტილურ ექვივალენტში(მცირე სეიმძლავრის ატომური ბომბი).

 იმავე წლის დეკემბერში, NASAS-თან ერთად, ხართუმის უნივერსიტეტის სტუდენთა დახმარებით, დოქტორ მუავიე შადამის მეთაურობით, ნანახი იქნა პირველი ნამსხვრევი(იშვიათი კლასიმეტეორიტი).

 შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ მეტეოროიდი კოსმოსში სამი სხვა და სხვა ასტეროიდის შეჯახებით წარმოიქმნა.

 2008 TC3ს ასტეროიდის სახელით მოიხსენიებდნენ, თუმცა მისი ზომა არ შეესაბამებოდა განსაზღვრებას ასტეროიდების ზომების შესახებ(30მ-ზე მეტი), იყო გაცილებით მცირე ზომის(ასტეროიდები).

 ყველაზე ბოლოს ასტეროიდის ზომების სხეულის დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრა, რომელიც ადამიანებმა ნახეს, 1908 წლის 30 ივნისს მოხდა, ეს იყო ტუნგუსკის მეტეოროიდი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.