ადრეული სამყაროს ნახშირბადის შემცველი ღრუბელი

 საფრანგეთის ალპებში მდებარე IRAM-ის ექვსი 15 მეტრიანი რადიოტელესკოპების საშუალებით, რომლებიც მილიმეტრულ დიაპაზონში მუშაობენ, ევროპელ მეცნიერთა ჯგუფმა გერმანიიდან, ინგლისიდან და საფრანგეთიდან ადრეული სამყაროს უზარმაზარი გაზურმტვროვანი ღრუბელი აღმოაჩინეს, უფრო ზუსტად შორეულ გალაქტიკაში, ზემასიური შავი ხვრელით ცენტრში.

 გალაქტიკის სახელია J1120+0641. ისე გამოიყურება თითქოს მისი ასაკი, დიდი აფეთქებიდან, 740 მილიონი წელი იყოს, როცა ჩვენი სამყაროს ასაკი დღევანდელის მხოლოდ 1/18 შეადგენდა. ამ გალაქტიკის შუქმა რომ ჩევნამდე მოაღწიოს წარმოუდგენელი დროა საჭირო.

 აღმოჩენა მანჩესტერის ასტრონომულ კონფერენციაზე ჯგუფის ხელმძღვანელის, მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტიდან, დოქტორ ბრემ ვენემანსის მიერ იქნა წარმოდგენილი.

 ინტენფერომეტრი IRAM(საფრანგეთი).

 ტელესკოპები, რომლებიც მილიმეტრულ დიაპაზონში მუშაობენ, შეუძლიათ აღმოაჩინონ ისეთი მატერია, როგორიც გაზი და მტვერია, ათასჯერ უკეთესად, ვიდრე ოპტიკურ დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპებს.

 IRAMის ექვსი ტელესკოპი, ზღვის დონიდან 2550 მეტრ სიმაღლეზე, წარმოქმნიან ერთიან ტელესკოპს – ინტერფერომეტრს, რომელსაც შორეული კოსმოსის ობიექტების დეტალაბში შესწავლა შეუძლია.

 აღმოჩნდა, რომ ხსენებული გაზურმტვროვანი ღრუბლის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით არის ნახშირბადი. ამ ელემნტის აღმოჩენა მეცნიერთათვის ნამდვილ მოულოდნელობად იქცა, რადგან ის მასიური ვარსკვლავების ბირთვებში სინთეზირდება და შემდეგ ზეახალის აფეთქებით გამოიტყორცნება გარემო სივრცეში.

 „უცნაურია, რომ ასეთი რაოდენობის ნახშირბადი ადრეული სამყაროს დროინდელ ღრუბელში ჩამოყალიბდა“ – ამბობს კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი.

 ამასთან ერთად, ადრეული სამყაროს ეს შორეული გალაქტიკა ისევ აგრძელებს ახალი ვარსკვლავების ფორმირებას, თან ასჯერ მეტის, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაშია.


Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.