ჩვენი გალაქტიკის მილიარდობით ვარსკვლავი

 გამოსახულება ათსობით ცალკეული ფოტოებითა შედგენილი, რომლებიც ორ ობსერვატორიაში გადაიღეს. მიღებულ გამოსახულებაზე ჩვენი დისკოსებრი გალაქტიკა გაწელილი მონაკვეთის სახითაა წარმოდგენილი, ისე, როგორც დედამიწიდან ჩანს. ცის სფეროს ჩრდილოეთი ნაწილი(მარჯვნივ) გადაიღო ჰავაიზე არსებულმა ობსერვატორიამ, რომელიც ბრიტანული პროექტის UKIDSS/GPS-ის ჩარჩოებში მუშაობს. სამხრეთი(მარცხნივ), ჩილეში განთავსებული VISTA(1)-ს საშუალებითაა შედგენილი.

 ფოტოგრაფირება ინფრაწითელ დიაპაზონში ხდებოდა. მეტი ტალღის სიგრძის გამოსხივება უკეთესად უვლის მცირე წინაღობებს, ამიტომ ასეთ დიაპაზონში გადაღებული ფოტოები ვარსკვლავური მტვრის მიერ უფრო ნაკლებადაა დამახინჯებული.

 მონაცემთა შესაგროვებლად მეცნიერებს ათი წელი დასჭირდაათ. გამოსახულების ზომა ამჟამად 150 გიგაპიქსელია!!! თუმცა, დარჩენილი სიცარიელეების შევსებასთან ერთად ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. მიღებული ინფორმაცია მონაცემების საერთაშორისო ასტრონომული ბაზის VISTA Data Flow System-ში იქნება ინტეგრირებული, საიდანაც მსოფლიოს ათასობით ასტრონომთათვის გახდება ხელმისაწვდომი.

 ფოტოზე აღბეჭდილი მილიარდი ვარსკვლავი, ჩვენი გალაქტიკის მხოლოდ მცირე ნაწილია. მათი საერთო რაოდენობა დღევანდელი შეფასებით 200-400 მილიარდია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.