ორიონის ნისლეულის დიდების გალერეა

 ცნობილი ნისლეულის აქ წარმოდგენილი ფოტოები დროის სხვადასხვა პერიოდშია გადაღებული, ისინი ორიონის სილამაზის დემონსტრირებას ახდენენ.

 „ჰაბლით“ გადაღებული ფოტო გაზისა და მტვრის სქელ სვეტებს გვიჩვენებს, რომლებიც ახალგაზრდა ვარსკვლავების „სახლები“ შეიძლება იყონ. ჩანან ცხელი, ახალგაზრდა, მასიური ვარსკვლავები, რომლებიც მტვროვანი ჭუპრიდან უკვე გამოჩნდნენ და გარემოს მძლარი ულტრაიისფერი გამოსხივებით ანათებენ.
კოსმოსური ტყვიები

 ინფრაწითელი დიაპაზონის, შედგენილი გამოსახულება გვიჩვენებს ორიონის „ტყვიებს“, ეს გავარვარებული წყალბადისა და რკინის ატომებისგან შემდგარი ღრუბლებია. ყოველი ტყვია პლუტონის ორბიტაზე დიდია ზომით და 400 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობს, ბგერაზე ათასჯერ სწრაფად.
500 000 წლის წინ დაბადებული ორმაგი ვარსკვლავები

 ორი იდენტური ტყუპი-ვარსკვლავი სახელად Par 1802, ისინი ერთი წერტილის სახით ჩანან, რადგან ძალიან ახლოს არიან განლაგებული ერთმანეთთან.
„ჰაბლის“ თვალით დანახული კოსმოსური მედუზები და წვეთები

 ეს ატლასი 30 პროპლიდს, ან პროტოპლანეტარულ დისკოებს შეიცავს, რომლებიც „ჰაბლით“ ორიონის ნისლეულში ახლახანს  აღმოაჩინეს.
ორიონის გული

 ორიონის ნისლეულის(მესე 42) ფართო კუთხიანი გამსოახულება, იქამდე მანძილი 1350 სინათლის წელია, აღებულია ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის(ჩილე) ინფრაწითელი დიაპაზონის ტელესკოპის VISTA-ს არქივიდან.
ახალგაზრდა ცხელი ვარსკვლავები ყურადღების ცენტრში არიან

 ახალგაზრდა გავარვარებული ვარსკვლავების კოლონიები კოსმოსურმა ტელესკოპმა „სპიცერმა“(ნასა) გადაიღო.
ორიონის ნისლეული

 ეს გამოსახულება სპეციალური ფართოკუთხიანი კამერით Imager-ით არის გადაღებული, ის 2,2 მეტრიან ტელესკოპზეა დაყენებული(ლასილა,ჩილე,ESO).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.