წყლის ორთქლი ადრეულ სამყაროში

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, მკვლევარ Paul van der Werf -ის ხელმძღვანელობით(Leiden University, ჰოლანდია), აღმოაჩინა, რომ ადრეული სამყაროს შავი ხვრელი მტვრისა და გაზების ფართე დისკოთია გარსშემორტყმული, რომელშიც აქტიურად და სწრაფად ფორმირდებიან ვარსკვლავები.

 დისკო სინათლის სხივისთვის ძნელად გადასალახავი სქელი გაზურ-მტვროვანი ღრუბლებისგანაა შემდგარი. ასეთი აღმოჩენის გაკეთება ასტრონომებმა ადრეული სამყაროს გალაქტიკებში, 12 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე, წყლის ორთქლის ძიების სახელით წოდებული მისიის განხორციელების დროს შეძლეს.

 აღმოჩენა ზემგრძნობიარე რადიოტელესკოპის IRAM-ის საშუალებით მოხდა(მილიმეტრული რადიოასტრონომიის ინსტიტუტი), რომელიც საფრანგეთის ალპებში მდებარეობს. ეს ტელესკოპები გამოიყენეს წყლის ორთქლის საძებნელად კვაზარებსა და შორეულ გალაქტიკებში, რომლებიც შავი ხვრელის ზრდის დროს გამოსხივებული ენერგიით „იკვებებიან“. ეს შავი ხვრელი ასეულ მილიონჯერ მძიმეა მზეზე.

 შემეცნებითი ჯგუფის ხელმძღვანელი Paul van der Werf-ი ამბობს:“ ჩვეულებრივ, წყალი კოსმოსურ ღრუბლებში გაყინულ მგომარეობაში იმყოფება. თუმცა, ის შეიძლება ააორთქლოს კვაზარის ან ახალგაზრდა ვარსკვლავის მძლავრმა გამოსხივებამ. ჩვენ, ამ ადრეული სამყაროს ობიექტში წყლის ორთქლის მოძებნა მაინც გადავწყვიტეთ. მაშინ სამყაროს ასაკი ახლანდელის 10% იყო“.

 მეცნიერები არა წყლის რაოდენობამ გააკვირვა(1000 ტრილიონჯერ მეტი ვიდრე დედამიწაზეა), არამედ ფართე და სქელმა დისკომ, რომელშიც ძლივს გადის სინათლის სხივი. ამ დისკოში სწრაფად ფორმირდებინ ვარსკვლავები და არის წყლის ორთქლის დიდი რაოდენობა.

რადიოტელესკოპი IRAM(საფრანგეთი).

 ჯგუფის წევრმა Marco Spaans(University of Groningen,ჰოლანდია)-ი გვიხსნის:“ წყლის მოლეკულები ძალიან მგრძნობიარენი არიან ინფრაწითელი გამოსხივების მიმართ, ამიტომ აღმოჩენილი ორთქლი კოსმოსურ ინფრაწითელ მზომად გამოვიყენეთ. ამ მეთოდის დახმარებით, ჩვენ გავარკვიეთ, რომ მთელი რადიაცია, პრაქტიკულად, შავი ხვრელის გარშემო მყოფ სქელ დისკოშია თავმოყრილი“.

 ეს აღმოჩენა ნათელს ჰფენს შავ ხვრელსა და გალაქტიკას შორის არსებულ ურთიერთქმედებას, რომელშიც ეს ხვრელი იმყოფება.

 „ჩვენ ვხედავთ საინტერესო მასირ დამოკიდებულებას გალაქტიკასა და მის ცენტრში მყოფ შავ ხვრელს შორის. მათი ზრდა ერთი და იგივე პროცესებით ხდება, რომელთა მიმდინარეობაში მთავარ როლს, ხვრელის შემომფარგლავი გაზურ-მტვროვანი დისკო თამაშობს“.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.